სეზონის საუკეთესო მეკარედ კატალონიის "ბარსელონას" მეკარე კლაუდიო ბრავო დასახელდა, რომელმაც 37 შეხვედრაში 19 გოლი გაუშვა.
მცველებს შორის საუკეთესო სერხიო რამოსი გახდა. მადრიდის "რეალის" ესპანელი მცველის ანგარიშზე 27 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
რამოსის თანაგუნდელი ხამეს როდრიგესი კი წლის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა. ხამესმა 29 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
"ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი, რომელმაც 38 შეხვედრაში მეტოქის კარი 43-ჯერ აიღო და
საუკეთესი მწვრთნელის ჯილდო ლუის ენრიკეს ერგო, რომლის თავკაცობითაც "ბარსელონამ" 2014/15 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი მოიგო.