დღეისათვის, "ბარსას" ხელფასები და სხვა სახის თანხები ფეხბურთელებზე კლუბის ხარჯების 73%-ს შეადგენს.
ამ სეზონის ბოლოს "ბარსას" კონტრაქტი უსრულდება სპონსორ "ყატარ აირვეისთან". "კამპ ნოუს" რეკონსტრუქციაზე უკვე გამოყოფილია 600 მილიონი ევრო. მოკლედ, კატალონიელებს დიდი ხარჯი აქვთ გაღებული.
ამიტომაც, შესაძლოა, ისინი იძულებულნი გახდნენ, ნეიმარი და ლეო მესი გაყიდონ. ამით დიდ ფულსაც იშოვიან და ხელფასებზეც ბლომად დაეზოგებათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"