ლა ლიგა. XIV ტური: "ღამურებმა" ლიდერი შეაჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
* "ვალენსიამ" ლა ლიგაში "ბარსელონას" 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

* ორი ტურია, "ვალენსიას" ერთი კუთხურიც კი არ ჩაუწოდებია.

* ლუის სუარესმა კარიერაში პირველად გაიტანა ზედიზედ 8 მატჩში.

* "რეალის" შემტევმა ტრიო BBC-მ ერთ თამაშში პირველად გაიტანა 8-თვიანი პაუზის მერე.

* ლუის ენრიკემ გასული სეზონის 35-ე ტურის მერე პირველად შეძლო მოედანზე საუკეთესო 11-ეულის გამოყვანა. მას ცვლილება არ გაუკეთებია, ეს კი "ბარსელონას" ისტორიაში ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

გუშინ "ვალენსიას" ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა - ინგლისელი გარი ნევილი გუნდის თავკაცობას შეუდგა.
ერთი დღით ადრე კი "ღამურებმა" "ბარსელონას" 6-ტურიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს და მადრიდული კლუბები კატალონიელ ლიდერს მიაახლოეს.

ტრიომ გამოიღვიძა
აღსანიშნავია, რომ "რეალის" შემტევმა BBC-მ (ბეილი, ბენზემა, რონალდო) ერთ მატჩში ერთად ბოლოს ზუსტად 8 თვის წინათ გაიტანა ("გრანადასთან" 9:1 დასრულებულ შეხვედრაში). მადრიდულ დერბიში "ხეტაფეს" წინააღმდეგ კი თავის გამოჩენა ტრიომ პირველივე ტაიმში მოახერხა - ქარიმ ბენზემამ სულაც დუბლი შეასრულა, კრიშტიანო რონალდომ გოლს საგოლე პასი დაამატა გარეთ ბეილისადმი. მეორე ტაიმში "ხეტაფემ" პრესტიჟის გოლი პედრო ლეონის კუთხურისა და ალექსისის თავურის წყალობით გაიტანა - 4:1.

"მარკამ" 7-7 ბალით შეაფასა ბენზემასა და პეპეს თამაში. ვფიქრობთ, კარგი იყო მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ლუკას ვასკესიც, რომელიც კარვახალის ტრავმის გამო გამოჩნდა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე.

რაფაელ ბენიტესი (რეალი): "ბენზემა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია "რეალისთვის", მას დიდებული ნიჭი აქვს: მასთან ერთად, სხვები უკეთ თამაშობენ მოედანზე. ქარიმს ძალიან სურდა თამაში და თავი გამოიჩინა კიდეც. "რეალი" გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბევრი ფიქრობს და ამბობს. ჩვენ ეს დღეს პირველ ტაიმში დავამტკიცეთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკოს" ტრადიცია
ლიდერის დევნას აგრძელებს "ატლეტიკო", რომელმაც სტუმრად "გრანადა" დაამარცხა - 2:0. დიეგო გოდინმა გოლი კოკეს კუთხურის შემდეგ გაიტანა თავურით (ეს უკვე ტრადიციად იქცა "ატლეტიკოში"). "გრანადას" გოლკიპერმა არაფრით გაატანინა ფერნანდო ტორესს მე-100 გოლი "ატლეტიკოს" მაისურით, სამაგიეროდ, თავი გამოიჩინა ანტუან გრიზმანმა, რომელმაც ოლივერ ტორესის პასით ახლო კუთხეში გაიტანა.

"მარკამ" გოდინი 7 ბალით გამოარჩია. მას მერე, რაც პეპ გვარდიოლას "ბაიერნმა" "გლადბახისგან" სამი გოლი გაუშვა, ევროპის მთავარ ლიგებში ყველაზე გაუვალი დაცვა დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" ჰყავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსა" მინამ ააფეთქა
გარი ნევილის დანიშვნის შემდეგ "ვალენსია" ევროპული მედიის (განსაკუთრებით კი, ბრიტანულის) ყურადღების ცენტრშია. გუნდი "ბარსელონასთან" ექსმოთამაშე ვორომ და გარის უმცროსმა ძმამ, ფილ ნევილმა გაიყვანეს. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ არა აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორ ფორმაშია გუნდი, გრანდებთან ის ყოველთვის დიდებულად იბრძვის. რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში "ბარსას" უპირატესობა დიდი იყო, მაგრამ მესი, სუარესი და ნეიმარი შანსებს ანიავებდნენ.

ძალიან საეჭვო იყო ლუის სუარესის გოლი მეორე ტაიმში, სავარაუდოდ, ურუგვაელი პასის მომენტში თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 86-ე წუთზე ზაქარია ბაკალიმ შორეული პასით პაკო ალკასერი მოძებნა. ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა საოცრად ითამაშა და იქვე მყოფ სანტი მინას დაუგორა - 1:1. გოლისგან გამოწვეული სიხარული ვერ გადაიტანა "მესტალიაზე" მყოფმა ერთმა ფანმა, რომელსაც გულის შეტევა მოუვიდა. 43 წლის გულშემატკივარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შუაღამით გარდაიცვალა.

"მარკამ" ამ შეხვედრაში გაია, პაკო, ინიესტა და ნეიმარი გამოარჩია - 8-8 ბალით.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "არაფერს არ ვნანობ. ეს იყო რთული მატჩი, რთულ მოედანზე. ბევრი მომენტი გვქონდა და ერთი გამოვიყენეთ კიდევაც, მაგრამ ერთი მომენტი "ვალენსიამაც" გამოიყენა. დიახ, შეგვეძლო გაგვეტანა კიდევ ერთხელ და მატჩში ინტრიგა მოგვეკლა, მაგრამ არ გამოგვივიდა.

თავის მხრივ, "ვალენსია" შინ თამაშობდა და ყველაფერს აკეთებდა ფანების გასახარად. ამბობენ, სუარესმა ოფსაიდიდან გაიტანაო. ვერ დავინახე. ვერც ის, თუ რა მოხდა აბდენურსა და სუარესს შორის. კარგი მხედველობა კი მაქვს, მაგრამ არც ისეთი, რომ მწვრთნელის ადგილიდან ეს შემემჩნია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვორო (ვალენსია): "ეს იყო თამაში, რომელშიც რაიმე ხეირიანი უნდა გაგვეკეთებინა. საკუთარი ძალების რწმენა უნდა დაგვებრუნებინა და ამაში ფანები ძალიან დაგვეხმარნენ. დიახ, პირველ ტაიმში "ბარსელონას" ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა. მთავარია, რომ ბოლომდე შევინარჩუნეთ სიმშვიდე და გავათანაბრეთ. კარგი მატჩი გამოგვივიდა, გვინდოდა "ბარსასთვის" ცხოვრება გაგვერთულებინა და ეს გამოგვივიდა.

ვფიქრობ, ფეხბურთელებმა კარგად გაიგეს ჩვენი დავალებები. სუარესის გოლის ეპიზოდზე ვერაფერს ვიტყვი, მსაჯები ხანდახან ცდებიან. ამის მიღება ხშირად გვიჭირს, მაგრამ ფეხბურთი მსაჯების შეცდომების გარეშე არ არსებობს".

ორი ფრე
შაბათის ღამის ორი მატჩიც, "მესტალიას" მსგავსად, 1:1 დასრულდა - "სევილია" იბორას გოლის წყალობით მარცხს გადაურჩა "რიასორზე" "დეპორტივოსთან" დაპირისპირებაში, რომელიც ლუკას პერესის მე-10 გოლით იგებდა. ხოლო "ბეტისმა" 10-კაციან "სელტას" ვიგოში 3 ქულა აღარ გაატანა - გოლი შეცვლაზე შესული ხორხე მოლინას ანგარიშზეა.

ბასკი, პარაგვაელი და კონგოელი გმირები
კვირის მატჩები ბასკური დერბით დაიწყო - იმანოლ აგირეჩემ დუბლი შეასრულა "ეიბარის" კარში და "რეალ სოსიედადმა" 2:1 იმარჯვა.

გამარჯვების გოლი ბრუმას პასით ბასკმა ფორვარდმა ბოლო წუთზე გაიტანა, მის ანგარიშზე უკვე 11 გოლია ლა ლიგაში. კონგოელი სედრიკ ბაკამბუ "ვილიარეალის" გმირი გახდა - 24 წლის ფორვარდის დუბლმა "ყვითელი წყალქვეშა ნავი" "ელვებთან" მარცხისგან იხსნა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ჰეთ-თრიკით გამოირჩა ხიხონის "სპორტინგის" 19 წლის პარაგვაელი ფორვარდი ტონი სანაბრია. 10-კაციანმა "ბილბაომ" 0:0 ითამაშა "მალაგასთან".

XIV ტური
5 დეკემბერი
რეალი-ხეტაფე 4:1
გოლები: 1:0 ბენზემა (4), 2:0 ბენზემა (16), 3:0 ბეილი (35), 4:0 რონალდო (38), 4:1 ალექსისი (69)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - ლ. ვასკესი, პეპე (87. არბელოა), ნაჩო, დანილო - მოდრიჩი (62. კოვაჩიჩი), კროოსი, ხ. როდრიგესი - ბეილი, ბენზემა (78. ხესე), რონალდო
ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა - დ. სუარესი, კალა, ალექსისი, ლაგო - ლასენი - სარაბია, ვ. როდრიგესი (80. მენსა), ვანდერსონი (62. პედრო ლეონი), ლაფიტა - ა. ვასკესი (46. შჩეპოვიჩი)
გაფრთხილება: დანილო -
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16-7 (8-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 64 897

გრანადა-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 გოდინი (20), 0:2 გრიზმანი (76)
გრანადა (4-3-3): ა. ფერნანდესი - ფულკიე, ბაბენი, ლომბანი, ბირაგი - როჩინა, ფ. რიკო (77. პიტი), რ. პერესი - საქსესი, ელ-არაბი (80. ნ. ლოპესი), პენიარანდა (68. რ. იბანიესი)
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, ს. ნიგესი (63. ო. ტორესი), კოკე - გრიზმანი, ფ. ტორესი, ფერეირა-კარასკო (80. თომასი)
გაფრთხილება: ფულკიე, რიკო - ნიგესი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 7-8; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 18-11 (3-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 15 872

ვალენსია-ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (59), 1:1 მინა (86)
ვალენსია (4-3-3): ხაუმე - ვეზუ, ა. სანტოსი, აბდენური, გაია - დანილო, პარეხო, ე. პერესი (73. ბაკალი) - მინა (88. ტროპი), პ. ალკასერი, დე პაული (83. პიატი)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
გაფრთხილება: პარეხო, დანილო, გაია - მასკერანო
კუთხური: 0-6; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-16 (3-5); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 46 799

დეპორტივო-სევილია 1:1
გოლები: 1:0 ლ. პერესი (22), 1:1 იბორა (76)
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - კანი (60. ლაურე), ბერგანტინიოსი, მოსკერა, ლუიზინიო (69. ფაირი) - ლ. პერესი, რიერა (11. ხ. როდრიგესი)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კოლოძეიჩაკი, ესკუდერო - ნ'ზონზი (71. იბორა), კრიხოვიაკი - ვიტოლო (56. ფ. ლორენტე), კრონ-დელი, კონოპლიანკა (56. რეიესი) - გამეირო
გაფრთხილება: კანი, მოსკერა - კოლოძეიჩაკი, კრიხოვიაკი, იბორა
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-8 (4-2); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 25 013

ბეტისი-სელტა 1:1
გოლები: 0:1 ბონგონდა (25), 1:1 მოლინა (82)
ბეტისი (4-2-3-1): ხიმენესი - პიჩინი, ბრუნო, ვესტერმანი (75. ვან დერ ვაარტი), ვარელა - პეტროში, ნ'დიაი (63. ვადილიო) - ხოაკინი, სებალიოსი, სეხუდო (55. მოლინა) - რ. კასტრო
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ჯონი, პლანასი - ვასი, ა. ფერნანდესი - ბონგონდა (51. ალენდე), ორელიანა, ნოლიტო (88. გუიდეტი) - ასპასი (77. ბ. ფერნანდესი)
გაფრთხილება: ბრუნო, ნ'დიაი, პეტროში, მოლინა, სებალიოსი - ბონგონდა, პლანასი, მალიო, ნოლიტო
გაძევება: ჯონი (48)
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 27-5 (6-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 33 762

6 დეკემბერი
სოსიედადი-ეიბარი 2:1
გოლები: 0:1 ბასტონი (4), 1:1 აგირეჩე (10), აგირეჩე (90)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, მ. გონსალესი (79. კ. მარტინესი), ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი, გრანერო - ჩაბი პრიეტო (78. ბრუმა), კანალესი, ველა (68. ჟონატასი) - აგირეჩე
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა (62. ლილიო), მ. დოს სანტოსი, პანტიჩი, ჟუნკა - კეკო (46. ინუი), დ. გარსია, ადრიანი (85. რამისი), ბერხონი - ენრიჩი, ბასტონი
გაფრთხილება: ბერჩიჩე, ელუსტონდო, ილიარამენდი - კაპა, პანტიჩი, ენრიჩი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10-5 (7-1); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 23 461

ვილიარეალი-ვალეკანო 2:1
გოლები: 0:1 ხოსაბედი (41), 1:1 ბაკამბუ (69), 2:1 ბაკამბუ (85)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - ხ. კოსტა (46. კასტილიეხო), ბაილი, რუისი, ადრიან მარინი - ჯონათან დოს სანტოსი (79. მუსაჩიო), პინა (46. ტრიგეროსი), ბრუნო სორიანო, დ. სუარესი - სოლდადო, ბაკამბუ
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი - ქუინი, დ. ლორენტე, ზე კაშტრო, ტიტო - ხოსაბედი, ბაენა - პ. ერნანდესი (74. მიკუ), ებერტი (21. ემბარბა), ბებე (82. მანუშო) - გერა
გაფრთხილება: დოს სანტოსი - ბაენა, ზე კაშტრო, მიკუ, ქუინი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 14-8 (5-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 16 101

სპორტინგი-ლას პალმასი 3:1
გოლები: 1:0 სანაბრია (17), 1:1 ელ ჟარი (38), 2:1 სანაბრია (78), 3:1 სანაბრია (84)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლ. ერნანდესი, მერე, ბერნარდო, ი. ლოპესი - მასკარელი, კასესი - ჰალილოვიჩი, დანი ნდი (60. კ. კასტრო), ჯონი (85. მენენდესი) - სანაბრია (88. პ. პერესი)
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - სიმონი, აიტამი, გარიდო, კასტელიანო - როკე (64. კულიო), ვისენტე - ელ ჟარი, ტანა (68. ვალერონი), ვიერა - არაუჟო (75. ერნანი)
გაფრთხილება: ერნანდესი, ბერნარდო - აიტამი, სიმონი
გაძევება: აიტამი (71)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 21-12 (9-7); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 22 655

ბილბაო-მალაგა 0:0
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ეჩეიტა, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (85. ბოვედა), რაულ გარსია, სუსაეტა (46. იტურასპე) - ადურისი (89. სოლა)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ანხელერი, ხუან კარლოსი - დუდა, ფილიპენკო (46. ანიორი), რესიო, ფორნალსი (65. სანტა კრუსი) - ამრაბატი (82. ონტივეროსი), შარლესი
გაფრთხილება: გარსია, ვილიამსი - ფილიპენკო, ამრაბატი, რესიო
გაძევება: სან ხოსე (19)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 7-21; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 11-7 (2-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 35 000

7 დეკემბერი
ესპანიოლი-ლევანტე 23:30

ბომბარდირები: 14 - ნეიმარი (ბარსელონა); 13 ლუის სუარესი (ბარსელონა); 11 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი); 10 - არიც ადურისი (ბილბაო), ლუკას პერესი (დეპორტივო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
ხეტაფე-რეალ სოსიედადი

12 დეკემბერი:
ბარსელონა-დეპორტივო, სელტა-ესპანიოლი, ლევანტე-გრანადა, სევილია-სპორტინგი, ლას პალმასი-ბეტისი

13 დეკემბერი:
რაიო ვალეკანო-მალაგა, ეიბარი-ვალენსია, ატლეტიკო-ბილბაო, ვილიარეალი-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული