ჟერარდ პიკე "რეალის" ფეხბურთელებს დაერია

AutoSharing Option
დაპირისპირება ჟერარდ პიკესა და "რეალის" ყოფილ თუ ახლანდელ ფეხბურთელებს შორის მას მერე გამძაფრდა, რაც "ბარსელონას" მცველი "ტვიტერზე" ირონიულად გამოეხმაურა "რეალის" შეცდომას, რის გამოც "სამეფო კლუბი" თასიდან გამოაძევეს.

ალვარო არბელოამ მას ჭკუის დარიგება დაუწყო, რაზეც პიკემ დაწერა, ალვარო მეგობარს მიწოდებს, მაგრამ ის ჩემი ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ არა მეგობარიო.

არბელოა ბასკმა თანამემამულემ და "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ესტებან გრანერომ დაიცვა და პიკეს არბელოას ფოტო დაუდო ჩემპიონთა თასით, რომელშიც მცველს 10 თითი აქვს ზეაღმართული - "რეალის" მეათე გამარჯვების აღსანიშნავად. "ისწავლე უფროსებისგან, პიკე" -
წერს გრანერო.

ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ ეს დისკუსია ესპანეთის ნაკრებს კარგს არაფერს მოუტანს - "პიკესა და არბელოას შორის დაძაბულობა, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებს შორის, კარგს არაფერს მოუტანს ნაკრებს. ზომების მიღება მომიწევს, ორივეს უნდა დაველაპარაკო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული