ლა ლიგა. XVI ტური: BBC-ის პოკერი, ჰეთ თრიკი და დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
* "ესპანიოლის" თავკაცმა კონსტანტინ გალკამ გამარჯვებით დაიწყო ლა ლიგაში მოღვაწეობა.

* ლუკას პერესი 7 მატჩია, თამაშიდან უგოლოდ არ გამოდის. მან ბებეტოს მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა "დეპორტივოში".

* ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 7 წელიწადში, როცა სევილიურ დერბიში გოლი არ გავიდა.

* "რეალმა" პრიმერაში მესამედ გაიტანა 10 გოლი და პირველად 1960 წლის მერე.
* 1960 წლის მერე, აქამდე, ლა ლიგაში ერთ მატჩში 10 გოლი არავის გაუტანია.

* გარეთ ბეილმა კარიერაში პირველად შეასრულა პოკერი.


"ბარსელონამ" იაპონიაში მოიგო ტიტული და ტური გამოტოვა, რითაც უნდა
ესარგებლათ მადრიდულ კლუბებს. "რეალმა" საოცარი ანგარიშით მოიგო დერბი "რაიო ვალეკანოსთან" - 10:2. აი, "ატლეტიკო" კი, ყველასთვის მოულოდნელად, "მალაგასთან" 0:1 დამარცხდა და "ბარსას" ლიდერობა ვერ წაართვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გარი ნევილი ისევ ვერ იგებს
"ვალენსიამ" და "ხეტაფემ" ფეერიული მატჩი შემოგვთავაზეს, განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, როცა ხუთი გოლი გავიდა (ერთი არ ჩაითვალა). გარი ნევილი კვლავ პირველი გამარჯვების ძიებაშია ლა ლიგაში - 2:2. სარაბიას საჯარიმოს პაკო ალკასერმა კანსელოს პასით ბრწყინვალე გოლით უპასუხა, შემდეგ იყო აბდენურის შეცდომა, რომელსაც ანხელ ლაფიტას გოლი მოჰყვა, მაგრამ მოედანზე ერთი წუთის შესულმა სანტი მინამ გაათანაბრა.
ჩვენ მხოლოდ გოლები აღვწერეთ, მომენტები კი კიდევ ერთი ამდენი იყო საინტერესო. "მარკამ" პორტუგალიელი ჟოაო კანსელო დამსახურებულად გამოარჩია - 8,5 ბალი.

სადებიუტო გამარჯვება
ბარსელონაში ფელიპე კაისედოს ერთადერთი გოლის წყალობით "ესპანიოლმა" "ლას პალმასი" 1:0 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, "მარკამ" ეკვადორელს მხოლოდ 5 ბალი აკმარა, რადგან მან 2 ასპროცენტიანი მომენტი გაანიავა. მან და მისმა თანაგუნდელებმა მეორე ტაიმში ენითაუწერელი ჩაიდინეს, კანარელთა კართან შექმნილი უამრავი მომენტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენეს. ეს რუმინელი კონსტანტინ გალკას პირველი მატჩი იყო ლა ლიგაში, ახალმა მწვრთნელმა მოგებით დაიწყო.

დასავიწყებელი დერბი
სევილიაში შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფერო იყო, 50 ათასი მაყურებელიც მივიდა, რომელთაც ყველაზე საინტერესო, რაც იხილეს, 12 ყვითელი ბარათი და "ბეტისისა" და "სევილიას" ფეხბურთელების წაკინკლავებებია. ვფიქრობთ, უამინდობამ და დაძაბულობამ თამაში "გააფუჭა". გავა წლები და ამ დერბის ვერავინ გაიხსენებს. კევინ გამეიროს ორ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, მოედანზე ღირებული არაფერი მომხდარა.

ლუკასი ბებეტოს გაუთანაბრდა
"დეპორტივოს" სეზონის წინ ისევ გადარჩენისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გალისიური კლუბი ევროზონაშია, სადაც ვერ მოხვდნენ ჯერჯერობით ისეთი გუნდები, როგორებიც "ვალენსია", "სევილია" და "ბილბაოა". ლუკას პერესმა სეზონში მე-12 გოლი ცოტა საეჭვო პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ეს მისი ზედიზედ მე-7 მატჩში გატანილი გოლია, რაც საკლუბო რეკორდის გამეორებაა - 1992/93 წლების სეზონში ბებეტომ ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ "დეპორი" 10 კაცის ამარა დარჩა, ვიქტორ სანჩესის გუნდმა "ეიბარი" 2:0 დაამარცხა.

ჭექა-ქუხილი "ელვების" თავზე
ხოსაბედმა მე-12 წუთზე გაუტანა კეილორ ნავასს და "რაიო ვალეკანო" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2:1 დააწინაურა, მაგრამ "რაიოს" ფეხბურთელებმა ამის გამო მალე თავბედი იწყევლეს, რადგან დაჭრილმა "რეალმა" 9 კაცის ამარა დარჩენილ "ელვებს" 10:2 მოუგო. BBC მთელი დატვირთვით ამოქმედდა - გარეთ ბეილმა პოკერი შეასრულა, ქარიმ ბენზემამ - ჰეთ თრიკი, ხოლო კრიშტიანო რონალდომ - დუბლი.

"ბერნაბეუ" თავიდან უსტვენდა თავის გუნდს, შემდეგ, რა თქმა უნდა, სტვენა შეწყდა, მაგრამ გოლთაცვენას მაინც არ გამოუწვევია დიდი აჟიოტაჟი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XVI ტური
19 დეკემბერი
ვალენსია-ხეტაფე 2:2
გოლები: 0:1 სარაბია (10), 1:1 პ. ალკასერი (15), 1:2 ლაფიტა (22), 2:2 მინა (35)
ვალენსია (4-3-3): ხაუმე - ბარაგანი, მუსტაფი, აბდენური, გაია (34. მინა) - ანდრე გომეში, პარეხო, დანილო (85. დე პაული) - კანსელო, პ. ალკასერი, პიატი (73. ნეგრედო)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, კალა, ალექსისი, ლაგო (60. იოდა) - ხ. როდრიგესი, ლასენი - სარაბია, ვ. როდრიგესი (69. პედრო ლეონი), ლაფიტა - შჩეპოვიჩი (80. ა. ვასკესი)
გაფრთხილება: დანილო, ბარაგანი - ლაგო, ალექსისი, ლეონი, სუარესი, ხ. როდრიგესი, ლაფიტა
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-9 (7-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 31 598

ესპანიოლი-ლას პალმასი 1:0
გოლი: 1:0 კაისედო (66)
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, დუარტე - ვ. სანჩესი (79. აბრაამი), დიოპი - ე. პერესი, ასენსიო, მორენო (57. სევილია) - კაისედო (86. ბურგუი)
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - დ. სიმონი, აიტამი, ერნანი, დ. კასტელიანო - როკე (77. კულიო), ვისენტე - მომო, ტანა (57. ელ ჟარი), ნ. ალემანი (66. ვილიან ჟოზე) - არაუჟო
გაფრთხილება: დიოპი, მორენო, პერესი, სევილია - ერნანი, აიტამი, როკე, ვილიან ჟოზე
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 29-21; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-9 (2-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 17 121

ბეტისი-სევილია 0:0
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მოლინერო (84. ვარელა), ბრუნო, ვესტერმანი, ვარგასი - პეტროში, ნ'დიაი - სეხუდო, სებალიოსი (76. დიგარი), ხოაკინი (70. ვან ვოლფსვინკელი) - რ. კასტრო
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრონ-დელი (60. იბორა), კრიხოვიაკი - ვიტოლო, ბანეგა, კონოპლიანკა (72. რეიესი) - გამეირო (82. ფ. ლორენტე)
გაფრთხილება: მოლინერო, ვესტერმანი, სებალიოსი, სეხუდო, ხოაკინი, ადანი, დიგარი - კრიხოვიაკი, ვიტოლო, ტრემულინა, რამი, იბორა
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 23-19; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12-8 (0-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 50 073

დეპორტივო-ეიბარი 2:0
გოლები: 1:0 ლ. პერესი (41-პენ), 2:0 არიბასი (73)
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ფაირი, ბერგანტინიოსი, მოსკერა, ლუიზინიო - ლ. პერესი (84. ხ. დომინგესი), ლუის ალბერტო (62. ფედე კარტაბია)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, პანტიჩი, ლუნა (45. ლილიო) - კეკო (76. ვერდი), დ. გარსია, ესკალანტე, ს. ბერხონი (23. ინუი) - ენრიჩი, ბასტონი
გაფრთხილება: ლუიზინიო - პანტიჩი, რიესგო
გაძევება: ლუიზინიო (68)
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 13-13 (3-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 19 281

20 დეკემბერი
რეალი-ვალეკანო 10:2
გოლები: 1:0 დანილო (3), 1:1 ამაია (10), 1:2 ხოსაბედი (12), 2:2 ბეილი (25), 3:2 რონალდო (30-პენ), 4:2 ბეილი (42), 5:2 ბენზემა (48), 6:2 რონალდო (54), 7:2 ბეილი (61), 8:2 ბეილი (70), 9:2 ბენზემა (79), 10:2 ბენზემა (90)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, ს. რამოსი, პეპე, მარსელო (62. ლ. ვასკესი) - ხ. როდრიგესი (65. კოვაჩიჩი), კროოსი, მოდრიჩი - ბეილი (74. არბელოა), ბენზემა, რონალდო
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი - ტიტო, ამაია, ზე კაშტრო (80. მონტიელი), ნაჩო - ბაენა, ტრაშორასი - ლ. ბანგურა (63. მონტიელი), ხოსაბედი, პ. ერნანდესი (21. ქუინი) - გერა
გაფრთხილება: დანილო - ტრაშორასი, ბაენა, ნაჩო
გაძევება: ტიტო (14), ბაენა (28)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 30-9 (15-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 61 564

სოსიედადი-ვილიარეალი 0:2
გოლები: 0:1 დ. სუარესი (27), 0:2 დ. სუარესი (88)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ა. ელუსტონდო, დ. რეიესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე (80. ლიტრი) - კანალესი, ილიარამენდი, გრანერო (57. ჩაბი პრიეტო) - ველა, აგირეჩე, ბრუმა (71. ჟონათასი)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - რუკავინა, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (72. ნ. ლეივა), პინა (67. ტრიგეროსი), ბრუნო, დ. სუარესი - ბაკამბუ, სოლდადო (80. კასტილიეხო)
გაფრთხილება: კანალესი, მარტინესი - ტრიგეროსი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 16-7 (2-5); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 21 949

გრანადა-სელტა 0:2
გოლები: 0:1 ორელიანა (21), 0:2 ასპასი (45)
გრანადა (4-3-3): ა. ფერნანდესი - ფულკიე, ბაბენი, ლომბანი, ბირაგი - ფ. რიკო (46. ელ არაბი), რ. პერესი, მარკესი (75. იბანიესი) - როჩინა (67. აგბო), პენიარანდა, საქსესი
სელტა (4-2-3-1): რუბენი - ჯონი, მალიო, კაბრალი, პლანასი - ა. ფერნანდესი, ვასი - სენე (93. პ. დიოპი), ორელიანა (89. ს. გომესი), ბონგონდა - ასპასი (81. გუიდეტი)
გაფრთხილება: როჩინა, საქსესი, პერესი, აგბო - ასპასი, პლანასი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-10 (1-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 14 537

ბილბაო-ლევანტე 2:0
გოლები: 1:0 სან ხოსე (55), 2:0 ვილიამსი (82)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (87. მუნიაინი), რაულ გარსია (85. ბოვედა), სუსაეტა (74. მ. რიკო) - ადურისი
ლევანტე (4-1-4-1): მარინიო - პ. ლოპესი (78. დეივერსონი), დ. ნავარო, ფედალი, ტონიო - სიმაო (69. ვერსა) - ჩუმეტრა (69. მორალესი), ლერმა, კამარასა, რუბენ გარსია - ღილასი
გაფრთხილება: - ტონიო, სიმაო, ფედალი, ლოპესი, ლერმა
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 18-6 (7-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 39 380

მალაგა-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 შარლესი (86)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ. ტორესი (79. სანტა კრუსი) - ამრაბატი (90. ანიორი), რესიო, ნაჩო კამაჩო, ხუან კარლოსი - ჩოპი (70. დუდა), შარლესი
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ს. ნიგესი - გრიზმანი, ვიეტო (46. ფ. ტორესი), ფერეირა-კარასკო (64. თომასი)
გაფრთხილება: ალბენტოსა, შარლესი, როსალესი - ლუიში, ვიეტო, ფერეირა-კარასკო, გაბი, თომასი
გაძევება: გაბი (56)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 17-6 (4-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 19 086

ბომბარდირები: 14 - ნეიმარი (ბარსელონა); 13 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ლუკას პერესი (დეპორტივო), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 10 - არიც ადურისი (ბილბაო).

მომდევნო ტური
30 დეკემბერი:
რეალი-რეალ სოსიედადი, ლევანტე-მალაგა, სევილია-ესპანიოლი, რაიო ვალეკანო-ატლეტიკო, ეიბარი-სპორტინგი, ხეტაფე-დეპორტივო, ბარსელონა-ბეტისი, სელტა-ბილბაო, ლას პალმასი-გრანადა.

31 დეკემბერი:
ვილიარეალი-ვალენსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული