12:48 28-12-2015
MSN - საუკეთესო შემტევი ტრიო ფეხბურთის ისტორიაში? [VIDEO]
AutoSharing Option
"ლივერპულიდან" ლუის სუარესის ტრანსფერისა და ურუგვაელის დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგისინი ერთად არიან - არგენტინელი ლეო მესი, ბრაზილიელი ნეიმარი და თავად სუარესი. მოკლედ, ნახევარი სამხრეთ ამერიკა ერთ გუნდში.
ესპანეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა და "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა დავიდ ვილიამ ტრიოს უკვე უწოდა "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო. თუმცა MSN (მესი, სუარესი, ნეიმარი), "რეალის" BBC-ის (ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო) საპირისპიროდ, ამაზე გაჩერებას აშკარად არ აპირებს.
ერთი, რაც ცხადია დღევანდელ ფეხბურთში, ეს სამეული ერთი თავით მაღლაა სხვებზე, მათ შორის, "რეალის" მართლაც ფანტასტიკურ შემტევებზე.
ყველაზე საოცარი კი ისაა, თუ როგორი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა მოედანზე ამ სამეულში. სამივემ აქამდე ერთმანეთისგან მკვეთრად კონტრასტული ბექგრაუნდებით მოაღწია. მათმა ბავშვობამ სხვადასხვა სათამაშო სტილი და ხასიათი ჩამოუყალიბა.
ლეომ საფეხბურთო აღზრდა "ბარსას" საქვეყნოდ ცნობილ აკადემია "ლა მასიაში" მიიღო, სუარესი ქუჩაში იზრდებოდა, ნეიმარი კი "სანტოსში", სადაც 21-ე საუკუნის პელედ ზრდიდნენ.
ამის მიუხედავად, სამივე ორგანულად შეერწყა ერთმანეთს და "ბარსელონა" ლამის დაუმარცხებელი გახადა. მათ მოედანზე ეს დევიზი აერთიანებთ - "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის".
ტრიო მესის მოძრაობაზეა დამოკიდებული - 28 წლის არგენტინელი, ჩვეულებრივ, მარჯვენა ფლანგიდან იწყებს და მერე ერთი უფალმა იცის, საით მხარეს გადაწყვეტს შეტევას. სამეულის დანარჩენი ორი წევრი მესის მოძრაობის მიხედვით გადაადგილდება შეტევისას.
მესი ნელ-ნელა, უფრო მეტად ხდება ნახევარმცველი, მაგრამ, როგორც კი საჯარიმოს უახლოვდება, ისეთივე საშიშია მეტოქე გუნდის მცველებისთვის, როგორც ადრე. მას კვლავ გააქვს საფირმო გოლები, როცა მოძრაობას მარჯვნიდან იწყებს და ცენტრისკენ შედის და ყველაზე მოულოდნელ მომენტში ურტყამს კარში.
ნეიმარმა შესანიშნავად შეისისხლხორცა თავისი როლი. ის იტყუებს მცველებს გვერდით ხაზთან, იტოვებს სივრცეს და მერე მოულოდნელი დიაგონალური შესვლით უტევს მეტოქეს. ამაში ნეიმარი შესანიშნავად იყენებს "ბარსას" "ტვინს", ანდრეს ინიესტასა და მარცხენა მცველ ჟორდი ალბას.
სუარესი ცხენივით შრომობს და დარბის, ის პირველი იბრძვის წაგებული ბურთის დაბრუნებისთვის. განაპირა მცველები და გარემარბები მის მოძრაობას ყურადღებით აკვირდებიან. მესი და ნეიმარი "შავი სამუშაოთი" ნაკლებად ცდებიან, მაგრამ ეს არ ეხება ურუგვაელს. თუმცა ბურთის დაკარგვის შემთხვევაში, ნეიმარი უკან ჩასვლას არ თაკილობს.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა MSN 2016 წელსაც ასე საოცარი თამაშის გაგრძელებას, რომ ტრიო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამეულად ჩაეწეროს, თუ საუკეთესოდ არა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სამი მუშკეტერი....დიდებული ტრიო, მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ტრიო...დიდი სამეული...ბარსას თილისმები...
0
0
წალეკეს ამერიკელებმა ევროპა.იყო დრო როდესაც გუნდებს მხოლოდ ორი უცხოელი ფეხბურთელის გამოყვანა შეეზლო მოედანზე. ახლა ლამის ნახევარი გუნდი უცხოელებია. ეს კლავს ევროპულ ფეხბურთს.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული