ლა ლიგა. XVIII ტური: "ატლეტიკომ" "ბარსელონას" გადაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
2 იანვარს ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

ბარსელონურ დერბიში "ესპანიოლმა" და "ბარსელონამ" ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს - 0:0. პირველ ტაიმში ლიონელ მესიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. მეორე ტაიმშიც სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ლიდერმა 2 ქულა დაკარგა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "უნდა ვაღიარო, რომ "ესპანიოლი" უფრო სწრაფად თამაშობდა. ჩვენ ძალიან გვიჭირდა საგოლე მომენტების შექმნა. ამის მიზეზი ისევ მეტოქეა, რომელიც კარგად შლის მოწინააღმდეგის შეტევებს. დღეს "ესპანიოლმა" მაღალ დონეზე ითამაშა. საბოლოოდ, შედეგი სამართლიანია. მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ "ბარსელონას" უპირატესობა
აშკარა იყო. რაც შეეხება მსაჯობას, არ მინდა ამ თემას შევეხო, მსაჯებს არც ვუყურებ, მხოლოდ თამაში მაინტერესებს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

0:0 სრულდებოდა მატჩი "ვისენტე კალდერონზეც", სადაც "ატლეტიკო" ლა ლიგის უკანასკნელ გუნდს მასპინძლობდა, მაგრამ მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა თომასმა იყოჩაღა, დიეგო სიმეონეს გუნდმა ძალზე საჭირო 3 ქულა მოიპოვა.

"ატლეტიკო" 41 ქულით ლიდერობს, ხოლო "ბარსელონას" 39 ქულა აქვს, მაგრამ კატალონიურ გრანდს თამაში აქვს რეზერვში, ამიტომაც პოტენციურ ლიდერად რჩება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მალაგამ" ლა ლიგაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა.

ესპანიოლი-ბარსელონა 0:0

ატლეტიკო-ლევანტე 1:0
გოლი: თომასი (80)

მალაგა-სელტა 2:0
გოლები: 1:0 შარლესი (8), 2:0 ალბენტოსა (26)
გაძევება: რუბენი (64. სელტა)
შენიშვნა: ამრაბატმა (მალაგა) 66-ე წუთზე ვერ გაიტანა პენალტი.

1. ატლეტიკო - 41 ქულა; 2. ბარსელონა - 39; 3. რეალი - 36; 4. ვილიარეალი - 33; 5. სელტა - 31.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული