ბარსელონურ დერბიში "ესპანიოლმა" და "ბარსელონამ" ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს - 0:0. პირველ ტაიმში ლიონელ მესიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. მეორე ტაიმშიც სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ლიდერმა 2 ქულა დაკარგა.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "უნდა ვაღიარო, რომ "ესპანიოლი" უფრო სწრაფად თამაშობდა. ჩვენ ძალიან გვიჭირდა საგოლე მომენტების შექმნა. ამის მიზეზი ისევ მეტოქეა, რომელიც კარგად შლის მოწინააღმდეგის შეტევებს. დღეს "ესპანიოლმა" მაღალ დონეზე ითამაშა. საბოლოოდ, შედეგი სამართლიანია. მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ "ბარსელონას" უპირატესობა
0:0 სრულდებოდა მატჩი "ვისენტე კალდერონზეც", სადაც "ატლეტიკო" ლა ლიგის უკანასკნელ გუნდს მასპინძლობდა, მაგრამ მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა თომასმა იყოჩაღა, დიეგო სიმეონეს გუნდმა ძალზე საჭირო 3 ქულა მოიპოვა.
"ატლეტიკო" 41 ქულით ლიდერობს, ხოლო "ბარსელონას" 39 ქულა აქვს, მაგრამ კატალონიურ გრანდს თამაში აქვს რეზერვში, ამიტომაც პოტენციურ ლიდერად რჩება.
"მალაგამ" ლა ლიგაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა.
ესპანიოლი-ბარსელონა 0:0
ატლეტიკო-ლევანტე 1:0
გოლი: თომასი (80)
მალაგა-სელტა 2:0
გოლები: 1:0 შარლესი (8), 2:0 ალბენტოსა (26)
გაძევება: რუბენი (64. სელტა)
შენიშვნა: ამრაბატმა (მალაგა) 66-ე წუთზე ვერ გაიტანა პენალტი.
1. ატლეტიკო - 41 ქულა; 2. ბარსელონა - 39; 3. რეალი - 36; 4. ვილიარეალი - 33; 5. სელტა - 31.