აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ესპანურ კლუბში, რომელიც სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს, დღე-დღეზე ხელმძღვანელობა შეიცვლება. კლუბის ერთ-ერთ მფლობელი უკვე წარსულში ცნობილი ნბა-ს მოთამაშე სტივ ნეში გახდა, რომელიც დელ პიეროს ახლო მეგობარია და სწორედ მისი სურვილია იტალიელის სპორტულ დირექტორად დანიშვნა.
"მალიორკა" 19 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციას იკავებს.