გუშინ, 17 იანვარს, ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში, სადაც კატალონიის "ბარსელონამ" ბილბაოს (3:0) უმასპინძლა, არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ კუნთის დაზიანება მიიღო.
არგენტინელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. ფეხბურთელმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა და, სავარაუდოდ, ესპანეთის თასის შეხვედრაში "ბილბაოს" წინააღმდეგ მოედანზე ვერ გამოვა.
შეგახსენებთ, რომ მესიმ გუშინდელ შეხვედრაში მოედანი ნაადრევად დატოვა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.