ლა ლიგა. XXI ტური: ცუდად მოთამაშე "ბარსელონას" მესიმ მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

ტრავმირებული ნეიმარის გარეშე მოთამაშე "ბარსელონამ" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა "მალაგა". ანგარიში ლუის სუარესის პასით უკვე მე-2 წუთზე გახსნა მუნირ ელ ჰადადიმ, მაგრამ ხუანპიმ გათანაბრება შეძლო. 51-ე წუთზე ადრიანოს პასით ლეო მესიმ დიდებული გოლი გაიტანა და "ბარსას" მოაგებინა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ამაზე ცუდად, როგორც პირველ ტაიმში ვითამაშეთ, უბრალოდ ვერ შევძლებდით ასპარეზობას. უბრალოდ წარმოუდგენელია, გოლი ასე ადრე გავიტანეთ და მერე ყველაფერი შეიცვალა. ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ვითამაშეთ ასე ცუდად პირველ ტაიმში.
რომ მცოდნოდა მიზეზები, მაშინვე შევეცდებოდი გამოსწორებას. უბრალოდ, აუხსნელია.

საერთოდ, დღეს ცუდი დღე იყო გუნდისთვის. კიდევ კარგი, მეორე ტაიმში თამაში გამოსწორდა. "მალაგასთან" კარგი თამაში არ გამოგვივიდა, მაგრამ მეორე ტაიმი პირველს სჯობდა, თუმცა მეორე ნახევარშიც დავუშვით შეცდომები. კიდევ კარგი, მოგება მაინც შევძელით ასეთი ცუდი თამაშის ფონზე".

"ესპანიოლმა" შინ ვერ შეძლო "ვილიარეალის" დამარცხება - 2:2. მასპინძლებმა თამაში 10 კაცით ჩაამთავრეს მორენოს გაძევების გამო.

"გრანადამ" 5-გოლიან თრილერში დაამარცხა "ხეტაფე", გამარჯვების გოლი რუბენ როჩინამ ულამაზესი დარტყმით გაიტანა - 3:2.

მალაგა-ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 ელ ჰადადი (2), 1:1 ხუანპი (32), 1:2 მესი (51)

ესპანიოლი-ვილიარეალი 2:2
გოლები: 1:0 კაისედო (4), 1:1 ტრიგეროსი (24), 2:1 მორენო (40), 2:2 მუსაჩო (88)
გაძევება: მორენო (89. ესპანიოლი)

გრანადა-ხეტაფე 3:2
გოლები: 1:0 ფ. რიკო (27), 2:0 ელ-არაბი (36), 2:1 შჩეპოვიჩი (71), 2:2 მ. გომესი (74), 3:2 როჩინა (77)

ვალეკანო-სელტა 3:0
გოლები: 1:0 მიკუ (21), 2:0 ტიტო (26), 3:0 ხოსაბედი (36)

1. ბარსელონა - 48 ქულა; 2. ატლეტიკო - 47; 3. რეალი - 43; 4. ვილიარეალი - 41; 5. სელტა - 34.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული