ჟერარდ პიკე კატალონიის წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებამ აატირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე და ცნობილი მძლეოსანი ნურია პიკასი კატალონიის 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენებად აღიარეს.

პიკემ დაჯილდოების ცერემონიალზე ემოციებისგან ცრემლები ვერ შეიკავა. ფეხბურთელმა ჯილდო თავის მშობლებს მიუძღვნა.

"მინდა ეს პრიზი ჩემს მშობლებს მივუძღვნა, რომლებმაც ცხოვრებაში ყველაფერი მომცეს.

ისინი განიცდიან იმას, რომ მათ არასდროს ვუძღვნი გოლებს, რომლებსაც შაკირას ვუძღვნი ხოლმე. ვიცი, რომ მათთვის ეს პრემიაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვუძღვნი კიდეც მათ", - აქვეყნებს პიკეს ნათქვამს Marca.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული