* ფერნანდო ტორესმა "ატლეტიკოს" მაისურით, ყველა ტურნირის ჩათვლით, თავისი მე-100 გოლი გაიტანა. "ელ ნინიოს" ერთგვარი იუბილე "ეიბართან" ჰქონდა.
* "ატლეტიკოს" მიმდინარე ჩემპიონატში 5 თავური აქვს გატანილი. წინა სეზონში 23 ტურის მერე გუნდს თავით 20 ბურთი ჰქონდა გატანილი.
* "რაიო ვალეკანოს" თავისი გოლების 66% პირველ ტაიმში გააქვს. ეს ლა ლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
* მიკუმ "რაიოს" ბოლო 4 გოლში მიიღო მონაწილეობა -
* "ვალეკანოს" პრიმერა დივიზიონში შინ "ლას პალმასთან" არ წაუგია - 2 მოგება, 4 ფრე.
* "ბილბაოს" 7 შეხვედრაა, "სან მამესზე" არ წაუგია და აქედან მხოლოდ ერთ თამაშში ვერ გაიტანა გოლი. ეს სწორედ გასული ტურის შეხვედრაში - "ბილბაო"-"ვილიარეალი" - მოხდა.
* ინიაკი ვილიამსმა "ბილბაოსა" და "ვილირეალის" მატჩის პირველ ტაიმში კარში ზუსტად 4-ჯერ დაარტყა, უფრო მეტჯერ, ვიდრე სხვა ყველა ფეხბურთელმა ერთად.
* 2016 წელს ყველაზე მეტჯერ კარი მშრალად "ვილიარეალმა" და "ატლეტიკომ" შეინახეს - ოთხ-ოთხჯერ.
* "ეიბარის" ბორხა ბასტონი 15 გოლით ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ესპანელი ბომბარდირია. თუმცა ესპანელი, რომელმაც ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა, "დეპორტივოს" ლუკას პერესია - 14 გოლი, 4 საგოლე გადაცემა.
* ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში ყველაზე მეტი ფრე (13) "დეპორტივოს" აქვს.
* "ლევანტემ" "ბარსელონას" კარისკენ პირველ ტაიმში 7-ჯერ დაარტყა, ამდენჯერ კატალონიელები პირველ ნახევარში მიმდინარე სეზონში არავის შეუწუხებია.
* "ბარსელონას" უკვე 28 მატჩია, არ წაუგია (ყველა ტურნირზე). ამით ლუის ენრიკემ პეპ გვარდიოლას მიერ 2010-11 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
* ყველა ტურნირის ჩათვლით, ლუის ენრიკემ მე-100 მატჩი ჩაატარა "ბარსას" თავკაცის რანგში და მისი მაჩვენებელი ასეთია - 80 მოგება, 11 ფრე, 9 წაგება.
* "ვალენსიას" უკვე 12 ტურია, არ უმარჯვია. ერთიც და "ღამურები" 1986 წელს დამყარებულ ანტირეკორდს გაიმეორებენ.
* "ბეტისის" რუბენ კასტრომ თავისი გოლებით იმაზე მეტი ქულა მოუტანა კლუბს, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელმა თავის გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში. კასტრომ 10 ბურთით 12 ქულა "ჩაუჯიბა" სევილიელებს.
* ფედერიკო ფასიო გარი მედელთან ერთად არის "სევილიას" ფეხბურთელი, რომელიც გუნდში მისი პირველი მატჩის (ანუ 2007 წლის) მერე ყველაზე მეტჯერ გააძევეს - 5.
* საინტერესოა, რომ "სევილიას" ბოლო 4 ისეთი მატჩი არ წაუგია, რომელშიც მოთამაშეს უძევებდნენ - 1 მოგება, 3 ფრე.
* "რეალს" გასვლაზე მიყოლებით 3 მატჩი არ ჰქონდა მოგებული და ასეთი ცუდი სერიით გუნდი ბოლოს 2008/09 წლების სეზონში გამოირჩა. "გრანადასთან" მძიმე მატჩში ეს უიღბლო სერია შეწყდა. "სამეფო გუნდმა" გასვლაზე 2015 წლის 29 ნოემბრის მერე პირველად იძალა. მაშინ მადრიდელებმა "ეიბარს" მოუგეს - 2:0.
* ქარიმ ბენზემას ბოლო 6 დაპირისპირებაა, "გრანადასთვის" გოლი გააქვს (სულ 7 ბურთი). სულ ფრანგს გრანადელთა კარში 9-ჯერ აქვს გატანილი და ეს კლუბი მისი საყვარელი მეტოქეა ლა ლიგაში.
* ზინედინ ზიდანის მოსვლის მერე ყველაზე მეტი საგოლე პასი მადრიდის "რეალის" რიგებში აქვს... დანი კარვახალს. დიახ, დიახ... 3.
* იუსუფ ელ-არაბიმ "გრანადას" მაისურით 34-ე გოლი გაიტანა ლა ლიგაში და ამ მხრივ გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ენრიკე პორტას გაუთანაბრდა.
* ყველა ტურნირის ჩათვლით, ლუკა მოდრიჩმა 9 გოლიდან 8 საჯარიმოს გარედან დარტყმით გაიტანა.
* გარი ნევილმა "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონატის 9 თამაშში ოდენ 5 ქულა აიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"