ლიონელ მესიმ ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
კატალონიური ტაბლოიდი "სპორტი" ამტკიცებს, რომ ლიონელ მესიმ უკვე გაიკეთა თირკმელებზე მცირე ოპერაცია. ის სახლში გაწერეს.

უახლოეს დღეებში არგენტინელი ვარჯიშებს განაახლებს. სავარაუდოდ, ის 14 თებერვლისთვის სათამაშოდ მზად იქნება - ლა ლიგის მორიგ მატჩში "ბარსელონა" "სელტას" მასპინძლობს.

ამ სეზონში 28 წლის მესის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 12 გოლი და 5 საგოლე პასია. ოფიციალურ წყაროს ინფორმაცია ოპერაციაზე არ დაუდასტურებია - "ბარსას" ვებგვერდი ამტკიცებს, რომ მან მხოლოდ ტესტირება გაიარა და ოთხშაბათს ის ვარჯიშს დაუბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესიმ გუშინწინ, თირკმელებში კენჭების დაშლის პროცესი გაიარა რასაც ოპერაციასაც ეძახიან, ის ხვალიდან შეუდგება ვარჯიშს და სელტასთან ითამაშებს. მსგავსი "ოპერაცია" მესიმ დეკემბერშიც ჩაიტარა, ამიტომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ნახევარფინალიც გამოტოვა, ფინალი კი ითამაშა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული