"რეალმა" 4:2 დაამარცხა ბილბაოს "ატლეტიკი" და ახლა "ბარსელონას" მხოლოდ ქულით ჩამორჩება. მართალია, "სამეფო კლუბს" ორი მატჩით მეტი აქვს გამართული.
კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 21 გოლით დაწინაურდა, ეფექტური გოლი გაიტანა ხამეს როდრიგესმა.
ზინედინ ზიდანი (რეალი): "მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, კოვაჩიჩმა დიდებულად ითამაშა, მაგრამ დაიღალა და ამიტომ გამოვცვალე. დანილოს და კარვახალს ადგილები შევუცვალე, მაგრამ მათ მაინც შეასრულეს მოვალეობა. გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა კი რონალდოა, დღეს ის საუკეთესო იყო. ვფიქრობ,
რობერტო სოლდადოს ერთადერთმა გოლმა "ვილიარეალს" "მალაგა" დაამარცხებინა - 1:0.
როგორც იქნა, გარი ნევილმა ლა ლიგის მატჩი მოიგო - "ვალენსია" "ესპანიოლთან" 0:1-ს აგებდა, მაგრამ ალვარო ნეგრედოსა და დენის ჩერიშევის გოლების წყალობით მოუგებელი სერია შეწყვიტა - 2:1.
რეალი-ბილბაო 4:2
გოლები: 1:0 რონალდო (3), 1:1 ერასო (10), 2:1 ხ. როდრიგესი (37), 3:1 კროოსი (45), 4:1 რონალდო (87), 4:2 ელუსტონდო (90)
გაძევება: ვარანი (83. რეალი)
ვილიარეალი-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 სოლდადო (18)
ვალენსია-ესპანიოლი 2:1
გოლები: 0:1 ო. დუარტე (52), 1:1 ნეგრედო (71), 2:1 ჩერიშევი (76)
დეპორტივო-ბეტისი 2:2
გოლები: 1:0 ბერგანტინიოსი (15), 1:1 მუსონდა (20), 1:2 ხ. ვარგასი (37), 2:2 ფახრი (51)
14 თებერვალი
სოსიედადი-გრანადა 15:00
სევილია-ლას პალმასი 19:00
ეიბარი-ლევანტე 21:15
ხეტაფე-ატლეტიკო 21:15
ბარსელონა-სელტა 23:30
1. ბარსელონა - 54 ქულა; 2. რეალი - 53; 3. ატლეტიკო - 51; 4. ვილიარეალი - 48; 5. სევილია - 37.