"მარკას" წყარო ამტკიცებს, რომ ფედერაცია ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუკი ფედერაციის პრეზიდენტ ანხელ მარია ვილიარის წინააღმდეგ საქმე აღიძრება. ვილიარი ორი ესპანური კლუბის სასარგებლოდ უკანონო გადარიცხვებშია მხილებული.
მოკლედ, საქმე ერთგვარ შანტაჟთან შეიძლება გვქონდეს. ვილიარის ორმა თანაშემწემ უკვე დაწერა წერილი ფიფა-ს სახელზე, რომ ქვეყნის ხელისუფლება ფედერაციის საქმეებში უხეშად ერევა. ეს წერილი მაშინვე გაიგზავნება, როგორც კი ვილიარის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება.
ყოველდღიური სპორტული