ლა ლიგა. XXV ტურის წინ: ნალიგევს და ლიგამდე

AutoSharing Option
ახლა, როცა გუნდებს მატჩების ოდენობა გაუთანაბრდათ, ნათლად გამოჩნდა, რომ ტურნირის აშკარა ფავორიტი "ბარსელონაა". ლუის ენრიკეს გუნდს ფინიშამდე 14 ტურით ადრე 6-ქულიანი ჰანდიკაპის არგაფლანგვა აქვს მიზნად.

ლიგა და ლა ლიგა
მომავალ ტურზე ლაპარაკი არაფრით გამოგვივა, თუ ევროთასებსაც არ ვახსენებთ. განსაკუთრებით კი, ჩემპიონთა ლიგას. მაშინ, როცა "რეალმა" წარმატებით მოილია 1/8-ფინალის პირველი ეტაპი (სტუმრად "რომას" 2:0 მოუგო და ცალი ფეხით ლიგის მეოთხედფინალშია), "ბარსელონა" და "ატლეტიკო" მომდევნო კვირაში თამაშობენ და სადღაც, ძალების დაზოგვაზეც უნდა იფიქრონ.

ეს, პირველ რიგში, "ბარსელონას" ეხება, რომელმაც ოთხშაბათს ხიხონის "სპორტინგთან" გამოტოვებული
მატჩიც ითამაშა და ახლა კანარის კუნძულებზე ვიზიტი მოუწევს "არსენალთან" დაპირისპირებამდე. მის მდევარ "ატლეტიკოს" ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ვილიარეალი" ესტუმრება, ხოლო "სამეფო კლუბი" ანდალუსიაში მიემგზავრება "მალაგასთან" სათამაშოდ. ტურში უნდა გამოვყოთ ბასკური დერბი - "სან მამეს ბარიაზე" ძველი მოქიშპეები "ბილბაო" და "რეალ სოსიედადი" ლა ლიგაში 138-ედ შეიბმებიან.

ჩემპიონის ტური კანარებზე
"ბარსა" კანარის კუნძულებზე მიდის, მაგრამ არა დასასვენებლად. ქულების დაკარგვა არ შეიძლება, "არსენალთან" მატჩის წინ არც საბრძოლო ტონუსის შემცირება. მოკლედ, ახლა უნდა გამოჩნდეს ლუის ენრიკეს მაგარი მწვრთნელობა.

ადრე, როცა კლუბებს შორის ასეთი უფსკრულიც არ იყო კლასში, "ლას პალმასი" ხანდახან უგებდა კიდევაც "ბარსელონას" (19 გამარჯვება), მაგრამ ახლა ძალები ძალზე არათანაბარია. ოთხშაბათს ლუის ენრიკემ მშობლიურ ქალაქში ბავშვობის მეგობარი აბელარდო ფერნანდესი დაამარცხა იმ სტადიონზე, სადაც პროფესიონალ" ფეხბურთელად ჩამოყალიბდა - "ელ მოლინონზე". ასტურიელმა სპეციალისტმა მშობლიური გუნდი დიდადაც არ გასწირა - "ბარსამ" 3:1 მოიგო, ხოლო ლეო მესიმ ლა ლიგაში 300-გოლიანი ზღვარი გადალახა.

ამის შემდეგ ლუის ენრიკე თავის ვარსკვლავებს დიდად არ ტვირთავს და კანარებზე გასამგზავრებლად ამზადებს გრან კანარიაში გაფრენამდე. ჩემპიონს საკადრო პრობლემები არა აქვს, თუ არ ჩავთვლით დიდი ხნით დამტვრეულ რაფაელ ალკანტარას. ასე რომ, დღეს ლუის ენრიკე რამდენიმე ჯანმრთელ ვარსკვლავს კატალონიაში დატოვებს, როგორც ეს მან ხიხონში ვიზიტამდე გააკეთა.

თავაწეულნი
მადრიდის "რეალი" "მალაგასთან" საგარეო მატჩს თავაწეული ხვდება - ზინედინ ზიდანის ევროდებიუტიც ისეთივე წარმატებული გამოდგა, როგორც ლა ლიგაში - ფრანგი სპეციალისტის გუნდმა კრიშტიანო რონალდოსა და ხესეს შესანიშნავი გოლების წყალობით, "ოლიმპიკოზე" დაამარცხა "რომა" და ფაქტობრივად, გააგდო გათამაშებიდან. ახლა კი "ბარსას" დევნა უნდა გაგრძელდეს, ჩამორჩენა 7 ქულას შეადგენს და, მოგეხსენებათ, მორიგი ფეხის დაცდენა "რეალს" ჩემპიონობაზე ფიქრს ფუჭ ოცნებად უქცევს.

"რეალს" კვლავ არ ეყოლება გარეთ ბეილი და პეპე, დანარჩენები კი მწყობრში არიან.

გოლთაცვენა არ იქნება?
"ვისენტე კალდერონზე" საინტერესო მატჩია - "ვილიარეალი" ძალიან ცოტას უშვებს - 24 ტურში მხოლოდ 18-ჯერ დალაშქრეს "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კარი. ერთადერთი გუნდი, რომელიც კიდევ უფრო ცოტას უშვებს ლა ლიგაში, სწორედ "ატლეტიკოა" - სულ 11 გოლი. ამასთან, არც ერთია დიდად გამტანი და არც მეორე გუნდი. ასე რომ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, შეხვედრის ბედი ერთმა გასროლამაც კი გადაწყვიტოს.

"გოლები თვითრწმენას მატებს ფეხბურთელებს. იმედია, ფერნანდო ტორესი გააგრძელებს გოლების გატანას", - იმედოვნებს "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე.

პარასკევი. 19 თებერვალი
ლევანტე-ხეტაფე 23:30
დისკვალიფიკაცია: ორბანი - ა. პერეირა
ტრავმა: ხოსე მარი, ხუანფრანი (?), პ. ლოპესი, რ. გარსია (?), ი. ლოპესი, ვერსა (?) - ლაგო
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=7-6, (13-17)

შაბათი. 20 თებერვალი
ლას პალმასი-ბარსელონა 19:00
დისკვალიფიკაცია: ვაკასო -
ტრავმა: მონტორო, ხ. კასტელიანო, დ. კასტელიანო, ერნანი, დ. სიმონი (?), ა. ერნანდესი - რაფინია
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 63 თამაში: +19=7-37, (57-142)

ესპანიოლი-დეპორტივო 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სილა, არბილია, ე. პერესი, კანიასი, პ. დიოპი (?), რ. კორეა (?), არლაუსკისი - ლ. პერესი (?), ფ. ნავარო (?), ლოპო (?), ხ. დომინგესი (?), კანი, ფაბრისიო
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +0=5-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 81 თამაში: +30=18-33, (119-113)

ბეტისი-სპორტინგი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პ. ლოპესი, პიჩინი, პენია (?), ხოაკინი (?), ვან დერ ვაარტი - სანაბრია, ლ. ერნანდესი, სუნიგა, დანი ნდი, ფრაილე, ხ. მუნისი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +21=9-17, (67-64)

სელტა-ეიბარი 01:05
დისკვალიფიკაცია: ორელიანა - დ. გარსია
ტრავმა: ნოლიტო, ფონტასი - კეკო, ლუნა (?), ეკიზა (?), რამისი, ხაიმე, არუაბარენა, დელ მორალი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (2-2)

კვირა. 21 თებერვალი
ვალეკანო-სევილია 15:00
დისკვალიფიკაცია: ქუინი - ნ'ზონზი
ტრავმა: რაცი, კობენიო, ამაია, ბაენა (?), ებერტი, ტონიო, ხოსაბედი, ზე კაშტრო (?), გერა (?), მანუჩო - კრიხოვიაკი, ანდრეოლი, პარეხა (?), ბეტო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +9=5-17, (35-51)

მალაგა-რეალი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ვარანი
ტრავმა: ფლავიო, ხუან კარლოსი, ატსუ, ტისონე, გ. კასტრო - პეპე, ბეილი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +1=7-21, (28-71)

ბილბაო-სოსიედადი 21:15
დისკვალიფიკაცია: ეჩეიტა - ოიარზაბალი
ტრავმა: ი. გომესი, საბორიტი, რ. გარსია - კ. მარტინესი, კანალესი, რ. ნავასი (?), აგირეჩე, ზურუტუზა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 137 თამაში: +56=36-45, (228-185)

გრანადა-ვალენსია 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მ. ლოპეში, რუისი (?), მაინსი (?), ექტორი, მ. პერეირა (?) - ფუეგო (?), აბდენური
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +10=7-26, (42-82)

ატლეტიკო-ვილიარეალი 23:30
დისკვალიფიკაცია: ხ. ხიმენესი -
ტრავმა: სავიჩი (?), თომასი, ფერეირა-კარასკო, ტიაგო, ა. ფერნანდესი - ბაილი, სამუ, ს. ასენხო (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +11=6-10, (41-39)

ბომბარდირები: 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - ლუკას პერესი (დეპორტივო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული