ლა ლიგა. XXVI ტურის წინ: მადრიდული დერბი და თბილისურის რემიქსი

AutoSharing Option
ესპანურმა კლუბებმა წარმატებით განაახლეს ევროსეზონი და ისევ შინაურ ასპარეზს უბრუნდებიან. ტურის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, მადრიდული დერბია - "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

ეს მართლაც გამორჩეული ტურია, რადგან დერბის გარდა, თბილისური სუპერთასის რემიქსიცაა - "ბარსა" "სევილიას" მასპინძლობს და კიდევ გამორჩეული მატჩია "მესტალიაზეც", სადაც "ვალენსიას" "ბილბაო" სტუმრობს.

158-ე დერბი
მადრიდული დერბი "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის ლა ლიგაში 158-ედ იმართება. რა თქმა უნდა, "სამეფო კლუბს" შთამბეჭდავი უპირატესობა აქვს - 85 გამარჯვება 38-ის წილ, თუმცა დედაქალაქის დერბი მუდამ დიდ ბრძოლას ნიშნავს, მით უფრო,
ახლა, როცა დერბებში უკვე საკმაოდ წარმატებული დიეგო სიმეონეს გუნდი დერბის დებიუტანტ ზინედინ ზიდანისას ქულით უსწრებს. "ბარსასთვის" ამაზე კარგ დროს მადრიდელთა დუელი არ დაემთხვეოდა, ერთ-ერთი (შესაძლოა, ორივეც) ქულებს დაკარგავს და შესაძლოა, ჰანდიკაპი კიდევ უფრო გაიზარდოს.

"რეალის" მინუსები და პლუსები
ზიზუს გუნდი "ლა როსალედაზე" დაკარგული ქულების მერე "ბარსელონას" ისედაც 9 ქულით ჩამორჩება და მეტი დანაკარგი ავტომატურად ნიშნავს ჩემპიონობაზე ოცნების დასასრულს. იგივე სიტუაციაა "ატლეტიკოში". მართალია, სიმეონეს გუნდი ჩემპიონობას მიზნად არც ისახავდა, მაგრამ მეორე ადგილზე ახლა სწორედ "როხიბლანკოა", რომელიც შინ "ვილიარეალს" დაუზავდა და "ბარსას" 8 ქულით ჩამორჩა.

ზიდანმა ვარჯიშები განაახლა. მცირე ტრავმები მოირჩინეს ისკომ და კარვახალმა და მათი მონაწილეობა დერბიში ეჭვს აღარ იწვევს; ქარიმ ბენზემას თამაში კი ჯერ მაინც საეჭვოა, თუმცა ფრანგმა გუნდთან ერთად ვარჯიში შეძლო. მარსელო ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა მისი თამაში დერბიში მოსალოდნელია. აი, გამორიცხული კი პეპეს და გარეთ ბეილის თამაშია, თუმცა არც მათ უკლიათ ბევრი გამოჯანმრთელებამდე.

თუმცა "რეალის" ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვით, ცუდ ფორმაში არიანო. პირიქით, ტონი კროოსი 4 საგოლე პასით 2016 წელს ლა ლიგაში პირველია; კრიშტიანო რონალდოს ბოლო 8 თამაშია, "ბერნაბეუზე" ან გოლი გააქვს, ან საგოლე პასს აკეთებს (16 გოლი, 5 საგოლე პასი); ქარიმ ბენზემა კი ყველაზე ეფექტური ფორვარდია ლა ლიგაში - გოლი ყოველ 75 წუთში ერთხელ გააქვს. ამ მაჩვენებლით მესამეა გარეთ ბეილი (გოლი ყოველ 89 წუთში).

რონალდო: ლა ლიგის მოგება შეიძლება
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, დერბი საკუთარი ფანების თვალწინ. მეტოქე ძალიან ძლიერია, უნდა მოვიგოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ლა ლიგის მოგება ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ტურნირის ბოლომდე იმედი არ უნდა დავკარგოთ. ფეხბურთი სიურპრიზებით სავსეა, "რეალს" შეუძლია ტიტულის მოგება", - განუცხადა ოფიციალურ საიტს კრიშტიანო რონალდომ.

გოლებიც იქნება
დიეგო სიმეონეს პრობლემებს "ეიდნჰოვენთან" თამაშის მერე კიდევ ერთი დაემატა - სტეფან სავიჩმა ტრავმა მიიღო და 25 წლის ცენტრალური მცველის თამაში მადრიდულ დერბიში თითქმის გამორიცხულია. ასე რომ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სიმეონეს სათადარიგოთა სკამზე ნომინალური ცენტრალური მცველი არ ეჯდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩერნოგორიელი ტრავმის დროულად მოშუშებას ვერ შეძლებს.

ჰოლანდიელებთან თამაშის შემდეგ "როხიბლანკო" "მარკამ" სერიოზულად გააკრიტიკა - "ფეხბურთის თამაში მხოლოდ თავის კარგად დაცვა არ არის" - ვკითხულობთ წერილში. ბოლო ხანებში "ატლეტიკოს" ძალიან უჭირს გოლების გატანა, ანტუან გრიზმანი ფორმაში ვერაა, სხვები კი ისედაც ვერ გამოირჩეოდნენ.

"როცა ბოლომდე იბრძვი, სწორად თამაშობ და მომენტებს ქმნი, გოლებიც აუცილებლად მოვა", - ოპტიმისტია სიმეონე, რომელიც გოლებს "რეალთან" მატჩში ელის. თომას პარტიმ ვარჯიში განაახლა, თუმცა მისი თამაში დერბიში არ იგეგმება; იანიკ ფერეირა-კარასკო ინდივიდუალურად ემზადება, მაგრამ გამოჯანმრთელებამდე ჯერ ბევრი უკლია.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, მოდრიჩი, ისკო - ბეილი, ბენზემა, რონალდო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ს. ნიგესი, ო. ტორესი - გრიზმანი, ფ. ტორესი

ლიდერი "კამპ ნოუზე"
"ბარსელონას" მადრიდული დერბის შედეგი ეცოდინება, რადგან კვირას "სევილიასთან" საშინაო მატჩით ასრულებს ტურს. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები 11 აგვისტოს თბილისში, ევროპის სუპერთასზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველ ქომაგებს დაუვიწყარი საღამო აჩუქეს (ეს დაპირისპირება 2015 წლის მატჩად დასახელდა). უნაი ემერის გუნდი მე-4 ადგილისთვის ბრძოლას არ ეშვება, ხოლო "ბარსა" ერთპიროვნული ლიდერია.

"ბარსელონა" საოცარ ფორმაშია და იმის გათვალისწინებით, რომ "სევილია" სტუმრად ცუდად თამაშობს, კატალონიური გრანდი აშკარა ფავორიტია. ყველაფერთან ერთად, ლუის ენრიკეს საკადრო პრობლემებიც არ აწუხებს, თუ დიდი ხნის წინათ გამოკლებულ რაფაელ ალკანტარას არ ჩავთვლით.

ამიტომ კლუბში უშუალოდ თამაშთან ნაკლებად დაკავშირებულ საკითხებზე ფიქრობენ. ითქვა, რომ ბუსკეტსა და ნეიმარს კონტრაქტებს მხოლოდ სეზონის დასრულების მერე გაუხანგრძლივებენ.

"მესტალიაზე"
"მესტალიაზე" საინტერესო დაპირისპირება გველის, სადაც უნდა გამოჩნდეს, მართლა გამოვიდა გარი ნევილის "ვალენსია" კრიზისიდან თუ ეს დროებითი მოვლენა იყო. ამასობაში, კლუბის ხელმძღვანელობა უკვე იმაზე დაფიქრდა, რომ ინგლისელ სპეციალისტს ხელშეკრულება გაუგრძელონ.

მართლაც საოცარი ამბები ხდება "ღამურების" თავს. "ბილბაო" ვალენსიაში შავი სამკლავურებით გავა, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა გუნდის ლეგენდა რაფაელ ირიონდო. ორივე გუნდი პრიმერას ევროპალიგის ბატალიების მერე დაუბრუნდა, თუმცა "ვალენსიას" საპასუხო მატჩს "რაპიდთან" ეს სიტყვა ნაკლებად შეეფერება.

ვალენსიური დერბია "ელ მადრიგალზე", სადაც "ვილიარეალი", რომელიც მყარად არის მე-4 ადგილზე, ბოლოსწინაადგილოსან "ლევანტეს" მასპინძლობს. ვიგოს "სელტა" კი მადრიდს სტუმრობს, მეტოქე "ხეტაფეა".

პარასკევი. 26 თებერვალი

ეიბარი-ლას პალმასი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კეკო, ლუნა (?), ეკიზა, რამისი (?), ხაიმე, არუაბარენა, დელ მორალი - ხ. კასტელიანო, დ. კასტელიანო, ერნანი, მონტორო (?), დ. სიმონი (?), ვაკასო (?), არაუხო, ნ. ალემანი, ვიერა (?), ა. ერნანდესი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (2-0)

შაბათი. 27 თებერვალი
რეალი-ატლეტიკო 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეპე, ბეილი, ბენზემა (?) - თომასი, ფერეირა-კარასკო, ტიაგო, სავიჩი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 157 თამაში: +85=34-38, (281-212)

ხეტაფე-სელტა 21:15
დისკვალიფიკაცია: ა. პერეირა -
ტრავმა: ლაგო - ფონტასი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=3-4, (13-12)

სპორტინგი-ესპანიოლი 21:15
დისკვალიფიკაცია: ს. ალვარესი - კაისედო
ტრავმა: სანაბრია (?), სუნიგა, დანი ნდი, გერერო, ფრაილე, მუნისი - კანიასი, ე. პერესი (?), ვ. სანჩესი (?), სილა, არბილია (?), არლაუსკისი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 თამაში: +31=20-36, (108-113)

ბეტისი-ვალეკანო 23:30
დისკვალიფიკაცია: ნ'დიაი -
ტრავმა: ფაბიანი (?), მონტოია, პიჩინი, ვესტერმანი (?), კადირი (?) - ამაია (?), ხოსაბედი, ებერტი, კობენიო, ტონიო, რაცი, გერა
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +8=5-8, (27-26)

სოსიედადი-მალაგა 01:05
დისკვალიფიკაცია: ჟონათასი, ილიარამენდი, ელუსტონდო, ოიერი - კამაჩო, მ. ტორესი
ტრავმა: აგირეჩე, კ. მარტინესი, რ. ნავასი (?), კანალესი - მასტური (?), რესიო, ტისონე, ატსუ (?), ხუან კარლოსი (?), გ. კასტრო, ფლავიო, კამენი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +11=7-7, (40-32)

კვირა. 28 თებერვალი
ვილიარეალი-ლევანტე 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სამუელი, ჯ. დოს სანტოსი - ი. ლოპესი, ხუანფრანი (?), პ. ლოპესი, ხოსე მარი (?), რ. გარსია (?), დეივერსონი
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +10=1-4, (25-12)

ვალენსია-ბილბაო 19:00
დისკვალიფიკაცია: - რ. გარსია
ტრავმა: აბდენური, ბაკალი, გაია, ფუეგო (?) - ვილიამსი, ი. გომესი, საბორიტი, ადურისი, უნდაბარანე
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 161 თამაში: +63=39-59, (261-256)

დეპორტივო-გრანადა 21:15
დისკვალიფიკაცია: - რ. პერესი
ტრავმა: ხ. დომინგესი, ლოპო, კანი, სიდნეი, ფაბრისიო, ლ. პერესი (?), არიბასი - რუისი (?), ბირაგი (?), მაინსი (?), ხ. მარკესი, იუსტე, მ. პერეირა (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=5-1 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +5=9-9, (29-37)

ბარსელონა-სევილია 23:30
დისკვალიფიკაცია: - ბანეგა, ნ'ზონზი
ტრავმა: რაფინია - კრიხოვიაკი, ანდრეოლი, ვიტოლო, პარეხა (?), ბეტო (?)
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 143 თამაში: +76=31-36, (289-182)

ბომბარდირები: 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეიმარმა ჯერ კიდევ დეკემბერში გაახანგრძლივა კონტრაქტი, 2021 წლის ივლისამდე და ის ბარსაში ხელფასით მეორე გახდა მესის შემდეგ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული