ლა ლიგა. XXVII ტური: "რეალის" მოგება, ადურისის ჰეთ თრიკი [VIDEO]

AutoSharing Option
2 მარტს ლა ლიგის 27-ე ტურის ნახევარი - ხუთი შეხვედრა გაიმართა. ზინედინ ზიდანს დიდი ბრძოლა გადახდა ვალენსიაში, აუტსაიდერი "ლევანტეს" წინააღმდეგ.

დღის მთავარი მოვლენა უთუოდ ბილბაოში მოხდა, სადაც "ატლეტიკმა" არიც ადურისის ჰეთ თრიკით 4:1 გაანადგურა "დეპორტივო", ერთი გოლიც იკერ მუნიაინის ანგარიშზეა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, 35 წლის ადურისი დღეისათვის ყველაზე მაგარ ფორმაშია ესპანელ ფორვარდებს შორის. ბასკმა მორიგი თავისტკივილი გაუჩინა ესპანეთის ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს, ან იქნებ, ადურისი "ლა როხას" ხსნაა შეტევაში. ადურისის ანგარიშზე უკვე 19 გოლია ჩემპიონატში.

"ვალენსიამ" სტუმრად 2:1 დაამარცხა
"მალაგა", გარი ნევილის გუნდს ამაში უნებურად, კარლოს კამენიც წაეხმარა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა (გუშინ კიდევ ერთმა მეკარემ, "ლევანტეს" გოლკიპერმა მარინიომ "გამოიჩინა" თავი ავტოგოლით). "ღამურებს" სამი ქულა რუსმა დენის ჩერიშევმა მოუტანა.

შინ იმარჯვა "სევილიამ", რომელმაც ფერნანდო ლორენტეს გოლით აჯობა "ეიბარს". ვიგოში "ვილიარეალი" მედგრად დადგა უშუალო კონკურენტთან - 0:0.

"რეალს" არ ჰყავდა რამდენიმე მოწინავე ფეხბურთელი დაცვაში და შეტევაში, ამიტომ "ლევანტესთან" უფრო იბრძოლა, ვიდრე ითამაშა. დაძაბულობა ბოლო წუთამდე შენარჩუნდა, სანამ რონალდომ ისკოს არ გაატანინა - 3:1 "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. XXVII ტური
2 მარტი
სევილია-ეიბარი 1:0
გოლი: 1:0 ფ. ლორენტე (11)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კარიშო, ტრემულინა - კრისტოფორო, ნ'ზონზი - ხ. ა. რეიესი (59. ვიტოლო), ბანეგა (77. იბორა), კრონ-დელი - ფ. ლორენტე (64. გამეირო)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - ლილიო, პანტიჩი, რამისი, ჟუნკა - ესკალანტე (85. ს. ბერხონი), დ. გარსია, რადოშევიჩი, ადრიანი - ბასტონი, ენრიჩი
გაფრთხილება: მარიანო - გარსია, ლილიო, პანტიჩი
გაძევება: ლილიო
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 14-11 (4-6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 29 627

სელტა-ვილიარეალი 0:0
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - ვასი, მ. დიასი - ასპასი, ორელიანა, ნოლიტო - გუიდეტი (69. ბონგონდა)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბაილი, რუისი, რუკავინა - დ. სუარესი, პინა, ტრიგეროსი (75. ბრუნო სორიანო), ნ. ლეივა (65. ა. ლოპესი) - ბაკამბუ, ლ. ბაპტიშტაო (64. ს. კასტილიეხო)
გაფრთხილება: დიასი, კაბრალი - ლეივა, სუარესი, მარიო, რუკავინა
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 8-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-6 (4-3); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 15 372

მალაგა-ვალენსია 1:2
გოლები: 1:0 ჩოპი (14), 1:1 კამენი (41 ს. კ.), 1:2 ჩერიშევი (49)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ფილიპენკო, მ. ტორესი - ხუანპი (58. სანტა კრუსი), ნაჩო კამაჩო, რესიო, გ. კასტრო - შარლესი, ჩოპი (23. ორტა (75. ატსუ))
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, სანტოსი, გაია - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში - ფეგული (65. როდრიგო), პ. ალკასერი (92. ვეზუ), ჩერიშევი (78. პიატი)
გაფრთხილება: ხუანპი, ალბენტოსა, ტორესი, დუდა, რესიო, შარლესი - მუსტაფი, გაია, ჩერიშევი, ფეგული, პიატი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-11 (1-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 20 556

ბილბაო-დეპორტივო 4:1
გოლები: 1:0 მუნიაინი (13), 2:0 ადურისი (36), 2:1 რიერა (51), 3:1 ადურისი (53), 4:1 ადურისი (60)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ლეკუე - სან ხოსე, ბენიატი (67. მ. რიკო) - სუსაეტა, რაულ გარსია, მუნიაინი (73. ბალენზიაგა) - ადურისი (78. საბინ მერინო)
დეპორტივო (4-4-2): პლეტიკოსა - ლაურე (46. ხუანფრანი), ლოპო, არიბასი, ფ. ნავარო (64. მ. პაბლო) - ფახრი, ბორხესი, მოსკერა, გუტიერესი (46. ფედე კარტაბია) - რიერა, ლ. პერესი
გაფრთხილება: ადურისი - მოსკერა, ბორხესი, ლოპო
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 5-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-7 (6-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 37 292

ლევანტე-რეალი 1:3
გოლები: 0:1 რონალდო (34-პენ), 0:2 მარინიო (38 ს. კ.), 1:2 დეივერსონი (39), 1:3 ისკო (92)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი, მედრანი, ფედალი, ორბანი - კამარასა (72. რუბენ გარსია), სიმაო (68. ვერსა), ლერმა, მორალესი - დეივერსონი, ჯ. როსი (63. ვ. კასადესუსი)
რეალი (4-2-3-1): კ. ნავასი - დანილო, პეპე, ვარანი, ნაჩო - კაზემირო (74. კოვაჩიჩი), კროოსი - ლ. ვასკესი, ხ. როდრიგესი (80. ისკო), რონალდო - მაიორალი (86. ხესე)
გაფრთხილება: სიმაო, გარსია - ვასკესი
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-21 (4-8); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 18 000

3 მარტი
გრანადა-სპორტინგი 23:00
ესპანიოლი-ბეტისი 23:30
ვალეკანო-ბარსელონა 00:00

ბომბარდირები: 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ბორხა ბასტონი (ეიბარი), ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული