ჟოზე მოურინიო: პირველობისთვის ვიბრძვით, მაგრამ მეორეობასაც ავიტანთ

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "რეალ სოსიედადთან" წარმატებული თამაშისთვის თავისი შეგირდები შეაქო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლის დასრულებას არ აპირებს.

"კარგია, რომ შემადგენლობის როტაციის ჩატარება შევძელით, ზოგიერთ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივეცით. ესპანეთში ტიტულის მოსაგებად მოვედი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ჩემპიონობის ბრძოლის გარეშე დათმობას არ აპირებენ. თუ კარგად ვითამაშებთ, მაგრამ მეორე ადგილს დავიკავებთ, უფლება გვექნება თავაწეულებმა ვიაროთ, ამით ცხოვრება არ მთავრდება. მოგების მათემატიკური შანსი კიდევ გვაქვს დარჩენილი", - განაცხადა მოურინიომ.


მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული