ინიესტა: ”ბარსელონას” სამი ტიტულის მოგება წელსაც შეუძლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მიიჩნევს, რომ სამი სეზონის განმავლობაში სამი ტიტულის მეორედ მოგება კლუბს რეალურად ძალუძს.

2008/09 წლის სეზონში "ბარსა" პირველი ესპანური კლუბი გახდა, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში პრიმერადივიზიონიც მოიგო, ესპანეთის თასიც და ჩემპიონთა ლიგაც.

კატალონიური გუნდი უკვე გასულია "კოპა დელ რეის" ფინალში, სადაც მადრიდის "რეალს" ხვდება და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, სადაც "არსენალს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება პრიმერადივიზიონს, მას "ბარსელონა დამაჯერებლად ლიდერობს.

"ვიცით, რომ კიდევ ერთხელ სამი ტიტულის მოგება რთული იქნება, მაგრამ კარგია, რომ იმედი გვაქვს და ამაზე ვფიქრობთ. ყველაფერი რთულდება,
მეტოქეები უკეთ გვიცნობენ და სიძნელეებს ვაწყდებით. ამიტომ, ჩვენი თამაშის ახალი გზები უნდა ვეძებოთ", - აცხადებს ინიესტა.

ინიესტამ დასძინა, რომ ის და მისი თანაგუნდელები იმედგაცრუებას განიცდიან იმ შემთხვევაში თუ მომავალი სეზონის ბოლოს გვარდიოლა გუნდთან კონტრაქტს არ გააგრძელებს.

"ყველას გვინდა, რომ მან "ბარსელონაში" მუშაობა გააგრძელოს, მაგრამ ამისთვის კლუბისა და მწვრთნელის შეთანხმებაა საჭირო", - ამბობს ინიესტა.


მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული