"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ ბოლო დროს თავისი გუნდის მოქმედებებით უკიდურესი უკმაყოფილება გამოხატა. მისი თქმით, ის მოთამაშეების თვალებში ცეცხლს ვერ ხედავს. გასულ სეზონში მადრიდლებმა ევროპის ლიგა მოიგეს და ესპანეთის თასის მფლობელები გახდნენ, თუმცა მიმდინარე სეზონში გუნდს საქმეეები არ აეწყო - ევროპის ლიგას ჯგუფური ეტაპიდან დაემშვიდობა, პრიმერაში კი მხოლოდ მერვე ადგილზე იმყოფება.
"ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მოთამაშეებმა უკვე ხელი ჩაიქნიეს. მათ მოედანზე გამოსვლის ვერანაირ სურვილს ვერ ვატყობ. სეზონი თითქმის ჩავაგდეთ, გასახარი არაფერია. თუმცა თავისი თავის პატივისმცემელი კლუბი ბოლომდე იბრძოლებდა. აუცილებელია რაღაც შეიცვალოს.
სხვაგვარად გულშემატკივრები ვერ გაგვიგებენ", - განაცხადა სერესომ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
.