ლა ლიგა. XXIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: აუღებელი ციხე "სანჩეს პისხუანი"

AutoSharing Option
* საულ ნიგესმა ამ სეზონში (ყველა ტურნირზე) უკვე მე-4 გოლი გაიტანა თავით, რაც "ატლეტიკოს" ბანაკში საუკეთესო შედეგია. მეტიც, ლა ლიგაში მოთამაშე არც ერთ ნახევარმცველს არ გაუტანია თავით ამდენი გოლი.

* კოკეს უკვე 9 საგოლე გადაცემა აქვს, რაც ნახევარმცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

* "ლევანტემ" დიდი პაუზის მერე ისევ მოიგო, გუნდმა ჯუზეპე როსის გოლით დერბიში აჯობა "ვალენსიას". პირველი ტაიმის მერე ლევანტელებს მეტოქის კარში 11 დარტყმა ჰქონდათ, რაც მიმდინარე სეზონში მათი საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბმა ზედიზედ მეოთხე საშინაო თამაში მოუგო "ვალენსიას".
ასეთი კარგი სერია ლა ლიგაში "ღამურების" წინააღმდეგ "ლევანტეს" ჯერ არ ჰქონია.

* კევინ გამეიროს საყვარელი პარტნიორი იბორაა, რომელიც ფრანგს ხშირად უკეთებს ხოლმე გადაცემებს. თავის მხრივ, გამეირო ვალს იბორას იმით უბრუნებს, რომ მას სამივე გოლი გამეიროს პასით აქვს გატანილი.

* "სევილიას" ლა ლიგის ისტორიაში "რამონ სანჩეს პისხუანზე" მიჯრით 13 მოგება პირველად აქვს. ამ შესანიშნავი სერიის ბოლო მსხვერპლი "ვილიარეალია", რომელსაც "სანჩეს პისხუანზე" სევილიელებმა ბოლო 8 დაპირისპირებიდან 3-ჯერ მოუგეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც აგებდნენ (2009, 2014, 2016).

* ამ სეზონში "ვილიარეალმა" 4 გოლი პირველად გაუშვა.

* საბინ მერინომ კარიერაში პირველად მოახერხა "ბილბაოს" მაისურით დუბლის შესრულება.

* იკერ მუნიაინმა "ბილბაოს" მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა (22 გოლი, 13 პასი).

* მადრიდის "რეალს" მიმდინარე ლა ლიგაში 21 გოლი აქვს სტანდარტული მდგომარეობების მერე გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

* კონკრეტულად კუთხურების მერე "სამეფო გუნდმა" 11 ბურთი შეაგდო, რაც ასევე გამორჩეული შედეგია.

* ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მცველებს შორის თავური დარტყმებით ყველაზე მეტი გოლი სერხიო რამოსსა და ჯონ ტერის აქვთ გატანილი - 27-27. შემდეგ პერ მერტეზაკერი მოდის 19 ბურთით.

* ისკო თავისი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და ფანებიც მეტს ითხოვენ და ელიან მისგან, მაგრამ ყველა ტურნირზე ისკოს უკვე 10 საგოლე გადაცემა უგროვდება, რითაც მხოლოდ რონალდო ჯობნის (13).

* "ბარსელონაში" დებიუტის შემდეგ ლეო მესის თანაგუნდელებმა 200 საგოლე გადაცემა გაუკეთეს. ყველაზე ხშირად არგენტინელს პასებით ბრაზილიელი დანი ალვეში ამარაგებს (26). შემდეგ ჩავი (21), ინიესტა (18), პედრო (18), ფაბრეგასი (11), ლუის სუარესი (11), ალექსის სანჩესი (10), ნეიმარი (10) მოდიან.

* თავად ლიონელმა კი "ხეტაფესთან" 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, სხვათა შორის, ლა ლიგას მატჩში - პირველად.

* "ბარსელონას" ყველაზე მეტი (15) პენალტი აქვს მოპოვებული, ხოლო "ხეტაფეს" ყველაზე მეტი (9) გაცემული.

* ნეიმარსა და ჯეიმი ვარდის ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში ყველაზე მეტი პენალტი აქვთ მონადირებული - ექვს-ექვსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული