მოედანს ესპანეთის ნაკრების სახელი დაერქვა

AutoSharing Option
სარაგოსას ერთ-ერთ მოედანს სახელი ესპანეთის ნაკრების პატივსაცემად დაერქვა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. მოედნის საზეიმოდ გახსნა 7 თებერვალს შედგა. მოედანს "ლა როხა" (La Roja) ეწოდა. ამ მეტსახელს, რომელიც "წითელ გუნდს" ნიშნავს, ესპანეთის ნაკრები ატარებს.

მოედანი სპორტულ არენა Principe Felipe Arena-სთან (იქ საკალათბურთო და ხელბურთის მატჩები ტარდება) ახლოს მდებარეობს. მომავალში იქვე საფეხბურთო სტადიონი აშენდება.

ესპანეთის ნაკრებმა 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ფინალში გერმანია დაამარცხა. 2010 წელს ესპანელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდია დაამარცხეს. გასულ კვირას ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ
მეფე ხუან კარლოსისგან მარკიზის ტიტული მიიღო.

სარაგოსაში რამდენიმე ქუჩას პოპულარული ფილმების და ვიდეოთამაშების სახელი ჰქვია. მაგალითად, ქალაქში არის მარიოს სუპერძმების პროსპექტი.


მომზადებულია Heraldo de Aragon-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული