მოურინიო: რონალდოს ზოგიერთებივით პრივილეგიები არ აქვს

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდო მოედანზე თავს არასდროს უფრთხილდება.

"კრიშტიანუ თამაშში ყოველთვის ყველაფერს დებს. ეს ზოგიერთებს აქვთ პრივილეგიები -მეტოქეებს ფეხები უკან მიაქვთ, რათა მათთან ხისტ შეტაკებებს თავი აარიდონ. რონალდო თავისი სიმაღლით (185 სანტიმეტრი) ძალისმიერად გამოიყურება, რაც დარტყმების ატანის საშუალებას აძლევს. სწორედ ამას ფიქრობენ მის წინააღმდეგ მოთამაშე მეტოქეები", - თქვა მოურინიომ.

ესპანეთში ივარაუდეს, რომ "ზოგიერთებში" მოურინიომ "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი იგულისხმა.

სტატისტიკის მიხედვით, რონალდუ მეტოქეებს წესების დარღვევას ორჯერ უფრო ხშირად აიძულებს, ვიდრე მესი.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის წინაარმდეგ
84-ჯერ დაჯარიმდნენ, არგენტინელის წინააღმდეგ კი 48-ჯერ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული