* წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე ესპანეთის ჩემპიონატში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი ხამეს როდრიგესს აქვს გატანილი - 10.
* კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის ზედიზედ 6 სეზონში 30-გოლიან ნიშნულს უწია.
* პაპე დიოპი 2003/04 წლების სეზონის მერე "ესპანიოლის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიყოლებით სამ ტურში თავური დარტყმით გაიტანა.
* "ატლეტიკოში" დაბრუნების მერე ფერნანდო ტორესმა ზედიზედ სამ შეხვედრაში პირველად გაიტანა.
* პენალტების
* 1998/99 წლების სეზონის შემდგომ გრიზმანი ერთადერთი ფრანგია, რომელმაც ლა ლიგაში მიჯრით 7 ტურში გაიტანა.
* "ბარსელონას" "ანოეტაზე" თამაში ისევ უჭირს. კატალონიელებს, ჩემპიონატის ეგიდით, იქ უკანასკნელი 6 სტუმრობიდან 5 წაგებული აქვთ, ის ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
* არც ერთ კლუბს არ დაუკარგავს პირველი ადგილი, როდესაც ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე 3 ან მეტი ქულით ლიდერობდა (მას მერე, რაც ტურნირი 20-გუნდიანია და მოგება 3 ქულის ტოლფასია).
* ლიონელ მესის უკვე 362 წუთია გოლი არ გაუტანია. ეს მისი ყველაზე დიდი პაუზაა 2011 წლის მერე (417 წუთი). არადა, ლეომ "სოსიედადს" 7-ჯერ დაურტყა, ყველაზე მეტჯერ, ვიდრე რომელიმე სხვა მეტოქეს მიმდინარე ჩემპიონატში.
* ვლადო გუდელის მერე ნოლიტო გახდა "სელტას" პირველი მოთამაშე, რომელმაც მიყოლებით 3 სეზონში 10 ან მეტი გოლი გაიტანა. გუდელიმ ეს ოთხჯერ შეძლო.
* ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში "სევილია" ერთადერთი გუნდია, რომელსაც სტუმრად არ მოუგია.
* წინა სეზონის დაწყებიდან აქამდე საჯარიმო დარტყმით ყველაზე მეტი, ხუთ-ხუთი გოლი დანი პარეხოსა და ლიონელ მესის აქვთ გატანილი.
* ალვარო ნეგრედოს "ვალენსიას" მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 10 გოლი აქვს გატანილი, აქედან 5 შეცვლაზე შესვლის მერე.
* "სევილიამ" ზედიზედ 3 ტურში იწვნია მარცხი, რითაც გუნდმა უნაი ემერის ხელში ყველაზე ცუდი სერია გაიმეორა, რომელიც 2014 წლის 3 თებერვალს დაფიქსირდა.
* პაკო აიესტარანმა ლა ლიგაში შინ უკვე იმდენი მატჩი მოიგო, რამდენიც გარი ნევილმა - 1.
* დამატებულ წუთებზე გატანილი გოლებით "ვალენსიამ" ამ სეზონში 5 ქულა დააგროვა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
* ბოლო 1 თვის განმავლობაში სედრიკ ბაკამბუმ 8 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირზე), რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.
* "რაიო ვალეკანოს" ზედიზედ 14 ტურის განმავლობაში გაჰქონდა გოლი და ეს ამ კლუბის იატორიაში საუკეთესო სერია გახლდათ, რომელიც "ბილბაოსთან" შეუწყდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"