ლუის სუარესმა პოკერი შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ივან რაკიტიჩმა, ლიონელ მესიმ, მარკ ბატრამ და ნეიმარმა გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ სუარესმა სეზონში მეორე პოკერი შეასრულა. ურუგვაელ ფეხბურთელს 30 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს ერთი ბურთით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" აქამდე წარუმატებელი სერია ჰქონდა. "ბლაუგრანამ" ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. როგორც ჩანს "ბარსელონამ" სრული რეაბილიტაცია მოახდინა.
ამ გამარჯვების შემდეგ ლუის ენრიკეს