ლა ლიგა. XXXIV ტური: "ბარსელონა" გაგიჟდა!

AutoSharing Option
20 აპრილს "ბარსელონა" ლა ლიგის XXXIV ტურის შეხვედრაში "დეპორტივოს" ესტუმრა და ანგარიშით 8:0 გაანადგურა.

ლუის სუარესმა პოკერი შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ივან რაკიტიჩმა, ლიონელ მესიმ, მარკ ბატრამ და ნეიმარმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ სუარესმა სეზონში მეორე პოკერი შეასრულა. ურუგვაელ ფეხბურთელს 30 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს ერთი ბურთით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" აქამდე წარუმატებელი სერია ჰქონდა. "ბლაუგრანამ" ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. როგორც ჩანს "ბარსელონამ" სრული რეაბილიტაცია მოახდინა.

ამ გამარჯვების შემდეგ ლუის ენრიკეს
გუნდს 79 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაუჭირდებოდათ :)
თორნიკე
00:00 21-04-2016
0
არ დაგავიწყდეთ რომ ბარსამ შარშან ბარსამ არ გააგდო დეპორტივო 2-2 ეთამაშა და წელსაც ჩემპიონატში ნიჩია მაგასთან ითამაშა და ეხლა დაუბრუნა ვალი ნუ რად უნდა ბარსას მაგათი დაწოლამარა ეგ ანგარიში არ იქნებოდა ჩესნად რო ეთამაშა დეპორტივოს
givi
00:51 21-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული