ტენდერში იაპონურმა არქიტექტურულმა ფირმამ, Nikken Sekkei-მ გაიმარჯვა. ახალი სტადიონი 105 ათას ადამიანს დაიტევს, რაც მსოფლიოში მეოთხე შედეგი იქნება.
სტადიონის რეკონსტრუქცია რამდენიმე ეტაპად იქნება დაყოფილი და ძირითადი სამუშაოები სეზონებს შორის შესვენებაზე გაკეთდება, 2017-დან 2021 წლამდე.