ლა ლიგა. XXXVI ტური: სამეულში სტატუს კვო შენარჩუნდა

AutoSharing Option


30 აპრილს ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" სან სებასტიანში კრიშტიანო რონალდოსა და ქარიმ ბენზემას გარეშე დაამარცხა "რეალ სოსიედადი" - 1:0. გამარჯვების გოლი გარეთ ბეილმა გაიტანა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან მიხარია ბეილის გამო. მას მძიმე სეზონი ჰქონდა, ბევრი ტრავმით, მიხარია, რომ 90 წუთს თამაშობს და გამარჯვების გოლი გააქვს. იმედია, კრიშტიანო და ბენზემა "სიტისთან" მატჩისთვის დაბრუნდებიან".

მადრიდულ დერბიში "ატლეტიკომ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "რაიო ვალეკანო" - 1:0. ანტუან გრიზმანმა სეზონში 21-ე გოლი გაიტანა.

"ბარსელონამ" სევილიაში "ბეტისი" 2:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში "ბეტისი" 10 კაცის ამარა დარჩა, ჰაიკო ვესტერმანი გააძევეს. მეორე ტაიმში გოლები ივან რაკიტიჩმა და ლუის სუარესმა გაიტანეს. სტატუს კვო შენარჩუნდა, ორი ტურით ადრე "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" 85-85 ქულა აქვთ, "რეალს" 84 ქულა აქვს.

სოსიედადი-რეალი 0:1
გოლი: 0:1 ბეილი (80)

ატლეტიკო-ვალეკანო 1:0
გოლი: 1:0 გრიზმანი (55)

ბეტისი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (50), 0:2 ლ. სუარესი (81)
გაძევება: ვესტერმანი (35. ბეტისი)

გრანადა-ლას პალმასი 3:2
გოლები: 0:1 ვიერა (3), 0:2 ვიერა (12), 1:2 როჩინა (13), 2:2 ელ-არაბი (22), 3:2 კოშტა (71)

პარასკევი. 29 აპრილი
სპორტინგი-ეიბარი 2:0

კვირა. 1 მაისი
ბილბაო-სელტა 14:00
ესპანიოლი-სევილია 18:00
დეპორტივო-ხეტაფე 20:15
ვალენსია-ვილიარეალი 22:30

ორშაბათი. 2 მაისი
მალაგა-ლევანტე 22:30

1. ბარსელონა - 85 ქულა; 2. ატლეტიკო - 85; 3. რეალი - 84; 4. ვილიარეალი - 61; 5. სელტა - 57.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული