"აიაქსის" დანიელმა პლეიმეიქერმა კრისტიან ერიქსენმა კიდევ ერთხელ შეახსენა საფეხბურთო მსოფლიოს თავი, 18 წლის ბიში საუკეთესო იყო დანია-ინგლისის მატჩში. სპეციალისტები მის მომავალს პრიმერადივიზიონის რომელიმე კლუბში ხედავენ. აი, რა თქვა "ოდენსეს" მწვრთნელმა ჰენრიკ კლაუსენმა, რომელიც კრისტიანის თავკაცი იყო, სანამ ის ჰოლანდიაში გადაბარგდებოდა: "ჭაბუკობისას მისი ერთადერთი ნაკლი ფიზიკური მომზადება იყო. ის ძალიან ნიჭიერია და მიუხედავად იმისა, რომ სხვებს ერთი თავით სჯობდა, მაინც ყველაზე მეტს შრომობდა. წესით, საუკეთესოები თავს ასე არ იწუხებენ, როცა სხვებს სჯობნიან. კარგია, რომ ახლა ის "აიაქსში" თამაშობს, მისი შემდეგი ნაბიჯი
როგორც გინდა, რაც გინდა, ოღონდ, ფინალში გვინდა
ბოლო დროს "ვალენსიას" მწვრთნელ უნაი ემერის ხშირად ტაქტიკურ სქემებს უწუნებენ. ამის თაობაზე თავისი მოსაზრება კლუბის პრეზიდენტმა მანუელ ლორენტემ გამოთვქა. მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა მთავარი - თუ როგორ ტაქტიკურ განლაგებას აირჩევს ემერი, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია და პრეზიდენტი ამ საკითხში არასოდეს ჩაერევა. "მას შეუძLლია გამოიყენოს, რომბი, ტრაპეცია, რა ვიცი კიდევ რა, თუნდაც ჰექსაგონი, ეს უნაის გადასაწყვეტია. ნებისმიერი ტაქტიკა, რომელსაც წარმატება მოაქვს, მისასალმებელია", - განაცხადა "ლოს ჩეს" ბოსმა.
ლორენტემ სიტყვა ჩემპიონთა ლიგაზეც ჩამოაგდო. როგორც ჩანს, კლუბი ფეხბურთელებს "შალკეს" გაგდებას, როგორც ვალდებულებას ისე უსახავს, რადგან, პრეზიდენტის თქმით, ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიას" მიზანი, არც მეტი არც ნაკლები, ფინალში გასვლაა.
კასერესი მწვრთნელს შემოსწყრა
"სევილიას" მცველი მარტინ კასერესი მწვრთნელ გრეგორიო მანსანოს აკრიტიკებს, მიზეზი მისთვის პოზიციის შეცვლაა. ბოლო მატჩებში მანსანომ კასერესი განაპირა მცველად გადაიყვანა, რაც ურუგვაელს არ მოსწონს და უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამს. "ონდა სეროსთან" საუბარში კასერესმა თქვა: "მანსანო ფლანგზე მათამაშებს, რაც ძალიან არ მომწონს. რა თქმა უნდა, ფეხბურთელმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც მას მწვრთნელი დაავალებს და ასეც ვაკეთებ, თუმცა ჩემი აზრის გამოთქმა ყოველთვის შემიძლია". ახლა ისიც ვთქვათ, რატომაა კასერესი ასე თამამი - ის "სევილიას" არ ეკუთვნის და ანდალუსიურ კლუბში "ბარსელონადან" იჯარით იმყოფება. ურუგვაელმა ისიც თქვა, შემდეგ სეზონშიც დავრჩები, თუკი მწვრთნელი დაცვის ცენტრში დამაბრუნებსო.
ჩვენი ბორხა ჩვენთან
ესპანური მედიის თანახმად, ზაფხულში მადრიდის "რეალი" შეეცდება დაიბრუნოს კლუბის აღზრდილი ბორხა ვალერო, რომელიც ახლა "ვილიარეალის" ერთ-ერთი ლიდერია. "სამეფო კლუბი" მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. თავად ფეხბურთელსაც სურს "რეალში" დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ "ელ სუბმარინოს" რიგებში თავს საუცხოოდ გრძნობს.