ლა ლიგა. XXXVII ტური: "ატლეტიკო" საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდა [VIDEO]

AutoSharing Option
* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ მე-11 ტურში იმარჯვა.
* კრიშტიანო რონალდომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მე-200 გოლი გაიტანა.
* "გრანადამ" "სანჩეს პისხუანზე" იმარჯვა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.
* "დეპორტივომ" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
* "ატლეტიკოს" 4 ტური გოლი არ ჰქონდა გაშვებული და "ლევანტესგან" ერთბაშად 2 ბურთი მიიღო.

ტურის წინათქმაში აღვწერეთ, თუ რა შემთხვევაში გახდებოდა "ბარსელონა" ტურით ადრე ესპანეთის ჩემპიონი. ვარიანტი ნაკლებად ჰგავდა რეალურს, მაგრამ ბოლო წუთებისკენ, როცა 10-კაციანი "ვალენსია" "რეალის" კარს უტრიალებდა, ხოლო "ატლეტიკო" ვალენსიაში სენსაციურად მარცხდებოდა, "ბარსას" გაჩემპიონება საკმაოდ რეალური იყო.

თუმცა
"სამეფო კლუბმა" მეტოქე მოიცილა და საჩემპიონო რბოლაში დარჩა. "ბარსელონას" ახლა მხოლოდ "რეალი" ეცილება ტიტულს.

გრანადაშიც მოვიგებთო
ბარსელონურ დერბიში ბრძოლა ვერ შედგა - "ესპანიოლი" უხეშობით ცდილობდა ფონს გასვლას, მაგრამ ამ უხეშობის გამო ისჯებოდა - სწორედ მორიგი დარღვევის შემდეგ ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმით დასაჯა მეტოქე და ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ ყველაფერი გაიოლდა - ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი ბრაზილიელებმა, რაფინიამ და ნეიმარმა გაიტანეს. ოთხივე გოლი მეორე ტაიმის პირმშოა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლო ტურში "ბარსელონა" "გრანადას" ესტუმრება და ანდალუსიაში მოგება სჭირდება ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად. ამ შემთხვევაში, "ბარსას" სულ არ დააინტერესებს, რას იზამს "რეალი" "რიასორზე".

ლუის ენრიკე (ბარსელონა):
"ყველაფერი გრანადაში დასრულდება. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე დიდხანს ჩვენ ვლიდერობდით, ჩემპიონობას ყველაზე მეტად ჩვენ ვიმსახურებთ. კარგია თუ არა ჩვენთვის, რომ "გრანადამ" უკვე გაინაღდა ლა ლიგაში დარჩენა? შეხედეთ "ლევანტესა" და "ატლეტიკოს" შედეგს, უკვე გავარდნილმა გუნდმა მოუგო ჩემპიონობისთვის მებრძოლს და რბოლიდან გამოთიშა. ჩვენ არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს, ჩვენ შევეცდებით მოგებას და მორჩა. ჩვენ და "რეალი" ერთნაირ სიტუაციაში ვართ, ეს კი კარგი მოტივაციაა".

რა დაემართა "ატლეტიკოს"
"ლევანტემ" კარი გაიჯახუნა და დიეგო სიმეონეს გუნდი საჩემპიონო ბრძოლას ჩამოაშორა - არადა, მე-2 წუთზე კოკემ თავის სტილში მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ფერნანდო ტორესი და "ელ ნინიომაც" თავის სტილში გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალბათ, "სიუტატ დე ვალენსია" შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა სტადიონზე მისვლა ინანა, მაგრამ არც მასე ყოფილა საქმე - ვიქტორ კასადესუსმა პირველივე ტაიმში გაათანაბრა, ხოლო მატჩის ბოლოს იტალიელმა ჯუზეპე როსიმ "ატლეტიკოს" იმედები დაასამარა - 2:1.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო):
"არა მგონია, რომ მეორე გოლის გატანის სურვილი არ გვქონდა. "ლევანტე" თავს კარგად იცავდა. ფეხბურთის სიდიადეც სწორედ ესაა, რომ ლიგის ნახევარფინალში წარმატების შემდეგ შეიძლება აუტსაიდერთან წააგო, მაგრამ ჩვენთვის "ბაიერნთან" თამაში არ უნდა იყოს თავის მართლების საფუძველი. ადრე თუ "რეალს" და "ბარსელონას" 10 მოგებული თამაშით ჩამოვრჩებოდით, ამ სეზონში ეს ერთ მოგებამდე დავიყვანეთ. ამიტომ ბედნიერი ვარ. ვის მხარეს ვარ საჩემპიონო რბოლაში? არც ერთის".

ყველაფერი შეიძლება მოხდეს
კრიშტიანო რონალდომ "ვალენსიას" ორი გოლი გაუტანა, მაგრამ მან ვერ შეძლო სუარესთან ჩამორჩენის შემცირება - სხვაობა ისევ 4 გოლია და ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ამ სეზონში კრიშტიანო "ოქროს ბუცს" შეწვდეს.

"რეალმა" "ვალენსიას" 3:2 მოუგო. "ღამურები" ბოლოსკენ 10 კაცით დარჩნენ, რადგან როდრიგო გააძევეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზინედინ ზიდანი (რეალი):
"ახლა ჩვენ მეორე ადგილზე ვართ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და იმედი არ უნდა დავკარგოთ. იოლი არაფერია და ჩვენ ეს ვიცით. "რეალმა" ზედიზედ 11 ტურში იმარჯვა და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ორივე ტიტულის მოგება გვსურს".

ლა ლიგა. XXXVII ტური
8 მაისი
სოსიედადი-ვალეკანო 2:1
გოლები: 1:0 ოიარზაბალი (12), 2:0 ჟონათასი (50), 2:1 გერა (69)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ელუსტონდო, ა. გონსალესი, დ. რეიესი, დე ლა ბელია - ილიარამენდი, გრანერო - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (67. პარდო), ოიარზაბალი (77. ბრუმა) - ველა (46. ჟონათასი)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ქუინი, დ. ლორენტე, კრესპო (77. კაბალიერო), ტიტო - ხოსაბედი (46. გერა), ტრაშორასი - ემბარბა, პ. ერნანდესი, ბებე (64. მანუჩო) - მიკუ
გაფრთხილება: პრიეტო, ჟონათასი - კრესპო
გაძევება: გრანერო (76)
კუთხური: 5-11; ჯარიმა: 7-12; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 12-18 (6-5); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 18 873

რეალი-ვალენსია 3:2
გოლები: 1:0 რონალდო (26), 2:0 ბენზემა (42), 2:1 როდრიგო (55), 3:1 რონალდო (59), 3:2 ანდრე გომეში (81)
რეალი (4-3-3): კასილია - დანილო, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, ხ. როდრიგესი - ლ. ვასკესი (76. ხესე), ბენზემა (65. კოვაჩიჩი), რონალდო (79. არბელოა)
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, აბდენური (46. მინა), სიკეირა - პარეხო, ე. პერესი (86. პიატი), ფუეგო - კანსელო (46. ანდრე გომეში), პ. ალკასერი, როდრიგო
გაფრთხილება: კაზემირო - პერესი, სიკეირა, გომეში, ფუეგო
გაძევება: როდრიგო (83)
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15-17 (8-8); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 72 987

ვილიარეალი-დეპორტივო 0:2
გოლები: 0:1 ფახრი (32), 0:2 ლ. პერესი (57)
ვილიარეალი (4-4-2): ბარბოსა - მარიო გასპარი, ბონერა, რუისი, რუკავინა - სამუელი, ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი (67. ჯონათან დოს სანტოსი), კასტილიეხო (62. დ. სუარესი) - ა. ლოპესი (61. ბაკამბუ), ლეო ბაპტიშტაო
დეპორტივო (4-1-4-1): მანუ - ლაურე, არიბასი, სიდნეი, ხუანფრანი - ბერგანტინიოსი - ფედე კარტაბია (59. გუტიერესი), ფახრი, მოსკერა, ლუის ალბერტო (85. კანი) - ლ. პერესი (92. რიერა)
გაფრთხილება: ბონერა, ტრიგეროსი, რუისი - არიბასი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 14-4; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-8 (4-4); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 13 247

ხეტაფე-სპორტინგი 1:1
გოლები: 0:1 ს. ალვარესი (50), 1:1 შჩეპოვიჩი (80)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვიგარაი (55. შჩეპოვიჩი), ვერხინი, კალა, დ. სუარესი - ლასენი, მედრანი - პედრო ლეონი, მ. გომესი (66. ბუენდია), სარაბია (76. იოდა) - ა. ვასკესი
სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, მერე, ლოპეს ბლანკო - ს. ალვარესი, ნ. კასესი - კარმონა (59. აიტ-ატმანე), ჰალილოვიჩი (68. მენენდესი), ხონი - სანაბრია (79. გერერო)
გაფრთხილება: ვერხინი, ვიგარაი, კალა - კასესი, ლორა
გაძევება: კასესი (56)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 19-9 (9-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 13 028

ეიბარი-ბეტისი 1:1
გოლები: 0:1 რ. კასტრო (37), 1:1 ენრიჩი (73)
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი, ჟუნკა - რადოშევიჩი (61. ბერხონი), დ. გარსია - კეკო, ხოტა (46. პელეტეირო), ადრიანი - ბასტონი
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - სეხუდო, პეცელა, ნ'დიაი, მონტოია - პეტროში, ხ. ტორესი - მუსონდა (89. ვარელა), ხოაკინი (74. მოლინერო), პორტილიო (83. ვან ვოლფსვინკელი) - რ. კასტრო
გაფრთხილება: დოს სანტოსი - სეხუდო, მონტოია, ადანი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 21-6 (10-3); ბურთის ფლობა: 59%-39%.
მაყურებელი: 5 165

ბარსელონა-ესპანიოლი 5:0
გოლები: 1:0 მესი (8), 2:0 ლ. სუარესი (52), 3:0 ლ. სუარესი (61), 4:0 რაფინია (74), 5:0 ნეიმარი (83)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა (70. მატიო) - რაკიტიჩი (73. რაფინია), ბუსკეტსი, ინიესტა (73. არდა თურანი) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
ესპანიოლი (4-3-3): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, როკო, რ. დუარტე, ვ. ალვარესი - ვ. სანჩესი, კანიასი (72. მონტანიესი), დიოპი - ე. პერესი (66. რ. კორეა), კაისედო (46. მორენო), ასენსიო
გაფრთხილება: მესი, მასკერანო - დიოპი, პერესი, ალვარესი, კანიასი, ლოპესი, კორეა, პაუ ლოპესი
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 14-25; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-4 (7-1); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 91 610

სევილია-გრანადა 1:4
გოლები: 0:1 კუენკა (45), 1:1 დ. გონსალესი (73), 1:2 ბაბენი (79), 1:3 ელ-არაბი (86-პენ), 1:4 კუენკა (88)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - ფიგეირაში, პარეხა (78. კარიშო), კოლოძეიჩაკი, ესკუდერო - იბორა, კრისტოფორო - ფ. სანჩესი, მუნიოსი (73. დ. გონსალესი), კონოპლიანკა - ფ. ლორენტე (63. კ. ფერნანდესი)
გრანადა (4-4-2): ა. ფერნანდესი - ლოპეში, ბაბენი, რ. კოშტა, ბირაგი (76. ლომბანი) - როჩინა (82. კრჰინი), დუკურე, რ. პერესი (76. ფ. რიკო), კუენკა - ელ-არაბი, პენიარანდა
გაფრთხილება: სანჩესი, კოლოძეიჩაკი, კარიშო, ფიგეირაში - დუკურე
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-10 (6-6); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 21 915

ლას პალმასი-ბილბაო 0:0
ლას პალმასი (4-1-4-1): რაული - დ. გარსია, აიტამი, ბიგასი, დ. კასტელიანო - ვ. გომესი - ტანასუ (62. მომო), ვალერონი (73. ანხელი), ვიერა - ვილიან ჟოზე
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი (53. გურპეგი), ბოვედა, ელუსტონდო, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (57. სუსაეტა), რაულ გარსია (75. იტურასპე), მუნიაინი - ადურისი
გაფრთხილება: მომო - ადურისი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 9-4; კარში დარტყმა: 4-8 (2-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 27 410

სელტა-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ნოლიტო (31)
სელტა (4-2-3-1): ბლანკო - ხონი, მალიო, გომეს სოლა, პლანასი - ვასი (73. რადოია), დიასი - ორელიანა (90. დრაჟიჩი), პ. ერნანდესი, ნოლიტო - ასპასი (81. გუიდეტი)
მალაგა (4-4-2): ოჩოა - მ. ტორესი, ფილიპენკო, ველიგტონი, რიკა - ატსუ, ნაჩო კამაჩო, რესიო (84. დუდა), გ. კასტრო (66. ხუანპი) - ჩოპი (80. უჩე), შარლესი
გაფრთხილება: - რიკა, რესიო
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-13 (3-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 20 000

ლევანტე-ატლეტიკო 2:1
გოლები: 0:1 ფ. ტორესი (2), 1:1 ვ. კასადესუსი (30), 2:1 ჯ. როსი (90)
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო - პ. ლოპესი, მედჯანი, დ. ნავარო, ხუანფრანი - ვერსა (64. სიმაო), ლერმა - კუერო (46. რუბენ გარსია), ვერდუ, მორალესი - ვ. კასადესუსი (79. ჯ. როსი)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი (70. თომასი), ა. ფერნანდესი (46. ფერეირა-კარასკო), ს. ნიგესი - ა. კორეა (46. გრიზმანი), ფ. ტორესი
გაფრთხილება: ხუანფრანი - ხიმენესი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-17 (5-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 12 054

ბომბარდირები:
37 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 33 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); 21 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 19 - გარეთ ბეილი (რეალი).

ბოლო ტური
15 მაისი:
ვალენსია-რეალ სოსიედადი, დეპორტივო-რეალი, სპორტინგი ხ.-ვილიარეალი, ბეტისი-ხეტაფე, ესპანიოლი-ეიბარი, გრანადა-ბარსელონა, ბილბაო-სევილია, მალაგა-ლას პალმასი, ატლეტიკო-სელტა, რაიო ვალეკანო-ლევანტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული