"ადრე ისეთ კლუბში, როგორიც "რეალია" არ მითამაშია. აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. აქ მოხვედრისას მაშინვე გრძნობ, რომ ისტორიის ნაწილი ხდები. რაც შეეხება კრიტიკას ჩემი მისამართით, მას უკვე შევეჩვიე და განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემი საქმე "რეალისთვის" სარგებლობის მოტანაა. ყოველთვის ვცდილობ მოედანზე მაქსიმუმი ვაჩვენო, ვცდილობ საუკეთესო ვიყო.
შეხედეთ ჩემს ფეხებს, მთლიანად დალილავებულია, მაგრამ არ ვწუხვარ. უხეშობას უხეშობით არასდროს ვპასუხობ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
.