ლა ლიგა. XXXVIII ტური: "ბარსელონა" ქვეყნის ჩემპიონია!

AutoSharing Option
14 მაისს ესპანეთის ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურის შეხვედრები გამართეს მადრიდის "რეალმა" და კატალონიის "ბარსელონამ".

"ბარსელონა" "რეალს" ამ ტურამდე 1 ქულით უსწრებდა, ამიტომ ჩემპიონობის მოსაპოვებლად გამარჯვება სჭირდებოდათ. კატალონიელებმა "გრანადასთან" საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს - 22-ე და 38-ე წუთებზე გუნდის ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ორი გოლი გაიტანა, 86-ეზე კი ჰეთრიქი გაიფორმა, რითაც "ბარსელონას" 24-ე ჩემპიონობა მოუტანა, თვითონ კი 40 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

მე-7 და 25-ე წუთებზე კრიშტიანო რონალდოს მიერ "დეპორტივოს" კარში შესრულებული დუბლის წყალობით, თავისი შეხვედრა მოიგეს მადრიდელებმაც, რითაც მეორე
ადგილი გაინაღდეს. აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის გაწვრთნილმა გუნდმა ლა ლიგაში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა, რითაც კარლო ანჩელოტის შედეგი გაიმეორა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული