"ბარსელონამ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "გრანადა" და 24-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა ლუის სუარესმა, რომელმაც სულ 40 გოლი დააგროვა. ურუგვაელი ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა და ევროპის "ოქროს ბუციც" მოიგო.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. 38 მატჩის განმავლობაში ვიყავით მიზანმიმართულები და სტაბილურები. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს ტიტული დავიმსახურეთ. ჩვენ გვქონდა მძიმე მომენტები სეზონში, მაგრამ გამოვიჩინეთ მათი დაძლევის უნარი. ძალიან მოხარული ვარ ყველა ფანისა და
მე, როგორც ვიცი, ისტორიაში მხოლოდ ორ კლუბს მოუგია ქვეყნის დუბლი ტიტულებში ზედიზედ. ლა ლიგის მოგება იმდენად რთულია, რომ ამ ტიტულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ცუდი სეზონი გქონდეს. პირიქით კი შეუძლებელია, რადგან ჩემპიონატის მოსაგებად აბსოლუტურად მზად უნდა იყო. ჩვენ ბოლო 8 ჩემპიონატიდან ექვსი მოვიგეთ, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს".
პარალელურ მატჩში "რეალმა" კრიშტიანო რონალდოს დუბლით "დეპორტივო" დაამარცხა - 2:0 და მეორე ადგილით დაკმაყოფილდა.
მესამე ადგილზე გავიდა "ატლეტიკო", რომელმაც ფერნანდო ტორესისა და ანტუან გრიზმანის გოლებით 2:0 დაამარცხა ვიგოს "სელტა". ამით ისარგებლა "ბილბაომ", რომელმაც 3:1 მოუგო "სევილიას" და მეხუთე ადგილზე გადავიდა. ბასკები ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ, მაშინ, როცა სელტას საკვალიფიკაციო ბარიერის გავლა მოუწევს.
დეპორტივო-რეალი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (7), 0:2 რონალდო (25)
გრანადა-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (22), 0:2 ლ. სუარესი (38), 0:3 ლ. სუარესი (86)
ბილბაო-სევილია 3:1
გოლები: 1:0 ადურისი (10), 2:0 ადურისი (31), 2:1 ხ. მუნიოსი (55), 3:1 რაულ გარსია (70)
ატლეტიკო-სელტა 2:0
გოლები: 1:0 ფ. ტორესი (51), 2:0 გრიზმანი (54)
პარასკევი. 13 მაისი
ვალენსია-სოსიედადი 0:1
კვირა. 15 მაისი
მალაგა-ლას პალმასი 14:00
სპორტინგი-ვილიარეალი 19:00
ბეტისი-ხეტაფე 19:00
ვალეკანო-ლევანტე 19:00
ესპანიოლი-ეიბარი 21:00
1. ბარსელონა - 91 ქულა; 2. რეალი - 90; 3. ატლეტიკო - 88; 4. ვილიარეალი - 64; 5. ბილბაო - 62.