* ლუის სუარესმა 40 გოლით არა მარტო "პიჩიჩი" მოიპოვა, არამედ ევროპის "ოქროს ბუციც" დაიბევა.
* ლეო მესი და ანდრეს ინიესტა გაუთანაბრდნენ ჩავის 8 ტიტულით.
* 21-ე საუკუნეში "ბარსელონამ" რვაჯერ მოიპოვა ჩემპიონობა და მესი და ინიესტა ყველა მათგანში მონაწილეობდნენ.
* ლუის სუარესი ჰოლანდიისა და ინგლისის ჩემპიონატების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
* "სევილიამ" ჩემპიონატი ისე დაასრულა, სტუმრად თამაში ვერ მოიგო.
* "ხეტაფე" ელიტაში გადმოსვლის მერე პირველად გავარდა.
ის, რაც კარგა ხანია, სავარაუდო იყო, ბოლოს
ჩავარდნა
"ღამურებისთვის" ეს სეზონი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო - ჩავარდნილი კამპანიის ბოლო აკორდი "მესტალიაზე" 94-ე წუთზე წაგებული მატჩი გამოდგა. 19 წლის მიკელ ოიარზაბალმა "ვალენსიის" გულშემატკივრები დაამწუხრა და მათ "მესტალიაზე" თეთრი ცხვირსახოცები აფრიალებინა. ნუნუ ესპირინტო სანტუს დაწყებული საქმე, ექსპერიმენტად, საფეხბურთო მიმომხილველ გარი ნევილს გადააბარეს, მაგრამ თეორიტიკოსმა ვერ დაამტკიცა, რომ საფეხბურთო ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა შეუძლია და "ვალენსია" ლამის ნაწილებად დაშალა. გუნდს პაკო აიესტარანმა სულზე მოუსწრო.
ჩემპიონი 15 წუთით
ჩემპიონობის ბედი ერთმანეთისგან ათასი კილომეტრით დაშორებულ ორ სტადიონზე წყდებოდა - "ნუევო ლოს კარმენესზე" ანდალუსიაში და "რიასორზე" გალისიაში. "რეალს" ხელს მხოლოდ "დეპორტივოსთან" მოგება და "ბარსას" "გრანადასთან" წაფორხილება აძლევდა. ეს ნაკლებად მოსალოდნელი იყო, თუმცა მატჩების მიმდინარეობისას 90-დან 15 წუთი ჩემპიონი "რეალი" იყო - მე-7 წუთზე კრიშტიანო რონალდომ ბენზემას პასი მიიღო და "რიასორზე" ანგარიში გახსნა. აქედან მოყოლებული 22-ე წუთამდე, როცა პირველი გოლი "ლოს კარმენესზე" გავიდა - "რეალი" უსწრებდა "ბარსას", მაგრამ ინიესტას წამოწყებული კომბინაცია ნეიმარმა და ალბამ განავითარეს და ლუის სუარესმა გოლით დააგვირგვინა.
აქედან მოყოლებული, "რეალის" იმედები ნელ-ნელა უკვალოდ გაქრა, ისევე, როგორც რონალდოს მცდელობა, დაწეოდა სუარესს. პორტუგალიელი მეორე ტაიმში აღარც გამოჩენილა (მან დუბლი შეასრულა), ხოლო ურუგვაელმა სულაც ჰეთ თრიკი მიითვალა. საბოლოოდ, "ბარსამ" 3:0 მოიგო, "რეალმა" კი - 2:0 და მათ შორის ქულა სხვაობად დარჩა. "ბარსელონა" ჩემპიონია.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. 38 მატჩის განმავლობაში ვიყავით მიზანმიმართულები და სტაბილურები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს ტიტული დავიმსახურეთ. ჩვენ გვქონდა მძიმე მომენტები სეზონში, მაგრამ გამოვიჩინეთ მათი დაძლევის უნარი. ძალიან მოხარული ვარ ყველა ფანისა და ფეხბურთელის გამო. ახლა ცოტა ხანს ვიზეიმებთ და უკვე დავიწყებთ ფიქრს მომდევნო კვირაში კიდევ ერთი ტიტულის მოგებაზე.
მე როგორც ვიცი, ისტორიაში მხოლოდ ორ კლუბს მოუგია ქვეყნის დუბლი ტიტულებში ზედიზედ. ლა ლიგის მოგება იმდენად რთულია, რომ ამ ტიტულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ცუდი სეზონი გქონდეს, პირიქით კი შეუძლებელია, რადგან ჩემპიონატის მოსაგებად აბსოლუტურად მზად უნდა იყო. ჩვენ ბოლო 8 ჩემპიონატიდან ექვსი მოვიგეთ, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს".
ჟოზეპ მარია ბარტომეუ ("ბარსელონას" პრეზიდენტი): "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. გუნდმა ეს ტიტული დაიმსახურა, ფანებმა - ეს სიხარული. წლებია, "ბარსელონას" ძალიან ზუსტი საფეხბურთო კონცეფცია აქვს შემუშავებული. ჩვენ ვიცით, როგორ ვითამაშოთ ფეხბურთი და ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ამ ამოცანის შესრულება შეუძლიათ. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, "სევილიასთან" კოპას ფინალი გველის".
"ბილბაომ" "სელტას" აჯობა
მადრიდსა და ბილბაოში მეხუთე ადგილის ბედი წყდებოდა, რომელიც შემდგომი ადგილისგან იმით განსხვავდება, რომ მეხუთეადგილოსანი პირდაპირ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდება. "სელტას" უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ "ვისენტე კალდერონზე" ფერნანდო ტორესისა და ანტუან გრიზმანის გოლების "წყალობით" 0:2 დამარცხდა და ჯგუფური ეტაპის საგზური "ბილბაოს" გადაულოცა, რომელმაც მეორე შემადგენლობით გამოსული "სევილია" 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ უნაი ემერის გუნდმა ბოლო ტურებში საერთოდ ხელი აიღო ლა ლიგაზე და მთელი კონცენტრაცია ორი ფინალისკენ (ესპანეთის თასი, ევროპალიგა) გადაიტანა. ბასკთა მთავარმა მეგოლემ, არიც ადურისმა დუბლი მიითვალა და სეზონი 20 გოლით დაასრულა. "სელტას" კი ევროპალიგაზე საკვალიფიკაციო ბარიერის დაძლევით მოუწევს გასვლა.
სიხარული "ელ მოლინონზე"
ლა ლიგაში მადრიდული კლუბების რაოდენობა განახევრდა - მომავალ სეზონში ელიტაში მხოლოდ "რეალი" და "ატლეტიკო" წარადგენენ დედაქალაქს. ბოლო ტურში ყველაფერი "ხეტაფეს" ხელში იყო, მაგრამ ამ გუნდმა სევილიაში "ბეტისთან" წააგო - 1:2 და "რაიო ვალეკანოსთან" ერთად, უკვე გავარდნილ "ლევანტეს" შეუერთდა. სამაგიეროდ, გაიხარეს "ელ მოლინონზე", სადაც "ხეტაფეს" ფეხის დაცდენით შესანიშნავად ისარგებლა "სპორტინგმა". ხიხონელებმა უმოტივაციო "ვილიარეალს" 2:0 აჯობეს და გადარჩნენ.
13 მაისი
ვალენსია-სოსიედადი 0:1
გოლი: 0:1 ოიარზაბალი (94)
ვალენსია (4-3-3): დომენეკი - ბარაგანი (56. კანსელო), ვეზუ, სანტოსი, სიკეირა - პარეხო, დანილო, ანდრე გომეში (84. ნეგრედო) - მინა, პ. ალკასერი, პიატი (39. სიტო)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, მ. გონსალესი, დ. რეიესი, დე ლა ბელია - ილიარამენდი, პარდო (84. ზუბელდია) - ჩაბი პრიეტო (74. ჟონათასი), ოიარზაბალი, ზურუტუზა - ბაუტისტა (58. ბრუმა)
გაფრთხილება: ვეზუ, გომეში - ილიარამენდი, ბაუტისტა
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-14 (0-7); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 27 732
14 მაისი
დეპორტივო-რეალი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (7), 0:2 რონალდო (25)
დეპორტივო (4-5-1): პლეტიკოშა - მ. პაბლო, არიბასი (71. რობერი), სიდნეი, ფ. ნავარო - ფედე კარტაბია, ბერგანტინიოსი, მოსკერა (76. ბორხესი), ფახრი (76. რიერა), ლუის ალბერტო - ლ. პერესი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (61. ისკო) - ბეილი (76. ხესე), ბენზემა, რონალდო (46. ხ. როდრიგესი)
გაფრთხილება: მოსკერა - კროოსი, რამოსი, მარსელო
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 6-9; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-16 (2-5); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 29 017
გრანადა-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (22), 0:2 ლ. სუარესი (38), 0:3 ლ. სუარესი (86)
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ლომბანი, ბაბენი, რ. კოშტა (81. დორია), ლოპეში - დუკურე, რ. პერესი - როჩინა (46. კუენკა), ფ. რიკო, პენიარანდა - ელ-არაბი (77. ბარალი)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო (75. მატიო), ალბა - რაკიტიჩი (79. არდა თურანი), ბუსკეტსი (88. ს. რობერტო), ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
გაფრთხილება: დუკურე, პერესი, რიკო, ფერნანდესი, კოშტა - ბუსკეტსი, პიკე
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 8-12 (2-10); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 21 692
ბილბაო-სევილია 3:1
გოლები: 1:0 ადურისი (10), 2:0 ადურისი (31), 2:1 ხ. მუნიოსი (55), 3:1 რაულ გარსია (70)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ლეკუე, ბოვედა, გურპეგი (87. მ. რიკო), ბალენზიაგა (49. გ. ელუსტონდო) - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (76. მუნიაინი), რაულ გარსია, სუსაეტა - ადურისი
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კარმონა, რამი (46. კარიშო), დ. გონსალესი, კოლოძეიჩაკი - ნ'ზონზი (46. კრიხოვიაკი), კრისტოფორო - კურო, იბორა, კონოპლიანკა (61. ესკუდერო) - ხ. მუნიოსი
გაფრთხილება: გარსია - კრისტოფორო, კურო
გაძევება: კოკე (34. სევილია. მოედანზე არ იყო), კოლოძეიჩაკი (58), მ. რიკო (90)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-8 (6-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 43 876
ატლეტიკო-სელტა 2:0
გოლები: 1:0 ფ. ტორესი (51), 2:0 გრიზმანი (54)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, ა. ფერნანდესი, კოკე - ფ. ტორესი (78. ტიაგო), გრიზმანი (74. ფერეირა-კარასკო)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - ხონი, მალიო, ს. გომესი, პლანასი - ვასი (59. ასპასი), მ. დიასი - ორელიანა (72. ბონგონდა), პ. ერნანდესი (82. რადოია), ნოლიტო - გუიდეტი
გაფრთხილება: გაბი, გრიზმანი, სავიჩი, კოკე - ორელიანა, ნოლიტო, მალიო, ერნანდესი, ასპასი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12-7 (5-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 42 139
15 მაისი
მალაგა-ლას პალმასი 4:1
გოლები: 1:0 ჩოპი (26), 1:1 ვილიან ჟოზე (31), 2:1 შარლესი (45-პენ), 3:1 ატსუ (84), 4:1 შარლესი (86)
მალაგა (4-4-2): ოჩოა - მ. ტორესი, ალბენტოსა, ველიგტონი, რიკა - ხუანპი (61. ატსუ), ნაჩო კამაჩო, რესიო (63. ფორნალსი), გ. კასტრო - ჩოპი (77. დუდა), შარლესი
ლას პალმასი (4-1-4-1): რაული - დ. გარსია (36. სიმონი), ბიგასი, ლემოსი, დ. კასტელიანო - როკე მესა - ელ ჟარი, ტანასუ (72. ვ. გომესი), ვიერა, მომო (77. ვაკასო) - ვილიან ჟოზე
გაფრთხილება: ტორესი - ლემოსი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 14-12 (8-7); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 17 913
ესპანიოლი-ეიბარი 4:2
გოლები: 1:0 მორენო (13), 2:0 ასენსიო (32), 2:1 ბასტონი (57-პენ), 3:1 ასენსიო (66), 4:1 მორენო (76), 4:2 ენრიჩი (90)
ესპანიოლი (4-3-3): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი (42. რ. კორეა), მ. გონსალესი, როკო, რ. დუარტე - ვ. სანჩესი, ო. დუარტე, დიოპი (79. სევილია) - ე. პერესი, მორენო (83. სილა), ასენსიო
ეიბარი (4-4-2): ირურეტა - ეკიზა (46. კაპა), მ. დოს სანტოსი, ანსოტეგი, ჟუნკა - კეკო, დ. გარსია (70. ესკალანტე), ადრიანი, ლუნა (68. ინუი) - ენრიჩი, ბასტონი
გაფრთხილება: სანჩესი, როკო, პერესი, კორეა - ბასტონი, დოს სანტოსი, ესკალანტე
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 11-13 (7-8); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 13 501
სპორტინგი-ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 ხონი (8), 2:0 ს. ალვარესი (79)
სპორტინგი ხ. (4-4-2): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, მერე, ლოპეს ბლანკო - კარმონა (68. ჰალილოვიჩი), ს. ალვარესი, აიტ-ატმანე, ხონი - სანაბრია (80. ბარერა), გერერო (63 კ. კასტრო)
ვილიარეალი (4-4-2): ბარბოზა - მარიო გასპარი, ბაილი, ბონერა (46. ვ. რუისი), რუკავინა - ნ. ლეივა (73. დ. სუარესი), ტრიგეროსი, ჯონათან დოს სანტოსი, კასტილიეხო - სამუელი, ლეო ბაპტიშტაო (76. ბაკამბუ)
გაფრთხილება: აიტ-ატმანე - რუისი, მარიო
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 9-6; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 16-10 (7-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 27 834
ბეტისი-ხეტაფე 2:1
გოლები: 1:0 პეცელა (56), 2:0 რ. კასტრო (73-პენ), 2:1 მედრანი (84)
ბეტისი (4-4-2): ხიმენესი - მონტოია, პეცელა (80. ვარელა), ვესტერმანი, ხ. ვარგასი (46. მუსონდა) - ხოაკინი, ნ'დიაი, პეტროში, სებალიოსი - მოლინა (65. ფ. რუისი), რ. კასტრო
ხეტაფე (4-3-3): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, კალა, ა. პერეირა (68. ა. ვასკესი) - მ. გომესი (64. იოდა), ხ. როდრიგესი (58. ბუენდია), მედრანი - პედრო ლეონი, შჩეპოვიჩი, სარაბია
გაფრთხილება: პეტროში - როდრიგესი, ვერხინი, კალა, პერეირა, მედრანი, სუარესი, შჩეპოვიჩი, იოდა
გაძევება: ბუენდია (75)
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 8-26; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 7-13 (4-5); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 39 381
ვალეკანო-ლევანტე 3:1
გოლები: 1:0 პ. ერნანდესი (12), 2:0 ხოსაბედი (23), 2:1 ვერსა (60-პენ), 3:1 მიკუ (73)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ი. როდრიგესი - ქუინი, ამაია, ტიტო, ნაჩო (88. რაცი) - ტრაშორასი, დ. ლორენტე (46. მიკუ) - პ. ერნანდესი, ხოსაბედი, ემბარბა (59. ბებე) - გერა
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო - ი. ლოპესი, მედჯანი, დ. ნავარო, ხუანფრანი (37. ტონიო) - სიმაო, ვერსა - ჩუმეტრა (75. მორალესი), ლერმა, რუბენ გარსია - ვ. კასადესუსი (58. დეივერსონი)
გაფრთხილება: ამაია - ნავარო, დეივერსონი, ვერსა
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 20-8 (9-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 13 012
ბომბარდირი: 40 - ლუის სუარესი (ბარსელონა).
სხვები: 35 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); 22 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 20 - არიც ადურისი (ბილბაო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"