ლა ლიგა. ბოლო ტურის ფაქტები და სტატისტიკა: 16 დარტყმა, 13 გოლი

AutoSharing Option
* "ატლეტიკომ" 2015/16 წლების სეზონში 24-ჯერ შეინახა კარი მშრალად. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი ლა ლიგაში მხოლოდ "დეპორტივოს" ჰქონდა 1993/94 წლების სეზონში. მაშინ ლაკორუნიელებმა 26-ჯერ მოახერხეს შეხვედრის გოლგაუშვებლად ჩატარება.

* რაულ გარსიას 7 თავური გოლი დაუგროვდა, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ფეხბურთელებს შორის, ყველა ტურნირის ჩათვლით, საუკეთესო მაჩვენებელია.

* აწ უკვე გასული სეზონის მეორე წრეში 3 საუკეთესო ესპანელი ბომბარდირის სია ასე გამოიყურება: 10 - რუბენ კასტრო, 9 - ფერნანდო ტორესი, არიც ადურისი.

* ანტუან გრიზმანი დიეგო სიმეონეს ეპოქაში "ატლეტიკოს" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფრანგს 44
გოლი დაუგროვდა და რადამელ ფალკაოს (43) გადაასწრო.

* ჩაწოდებების შემდეგ არიც ადურისს ამ სეზონში ყველაზე მეტი, 5 გოლი აქვს გატანილი. 4-4 ბურთით შემდეგ იაგო ასპასი და შარლესი მოდიან.

* ადურისმა სეზონი 19 გოლით დაასრულა. ეს "ბილბაოს" ფეხბურთელისთვის საუკეთესო შედეგია 1979/80 წლების სეზონის მერე, როდესაც დანიმ სეზონი 21 გოლით დაასრულა.

* ლუის სუარესმა ამ სეზონში 6 ჰეთ თრიკი შეასრულა, ორჯერ მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელმა ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში.

* "ბარსელონა" 24-ედ გაჩემპიონდა. კატალონიელებს ლა ლიგის ბოლო 8 გათამაშებიდან 6 აქვთ მოგებული.

* ლუის სუარესი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში 40 გოლი გაიტანა. აქამდე ეს ლიონელ მესიმ (3) და კრიშტიანო რონალდომ (3) შეძლეს.

* სუარესმა ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩში 13 გოლი გაიტანა, სულ რაღაც 16 ზუსტი დარტყმით.

* დანი ალვეშმა მცველებს შორის ყველაზე მეტი (8) საგოლე პასი მიითვალა (ყველა ტურნირის ჩათვლით).

* კონკრეტულად ლა ლიგაში მცველებს შორის ყველაზე მეტი პასი ჟორდი ალბამ გააკეთა - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული