ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა საბოლოოდ თქვა უარი პარიზული კლუბის წინადადებაზე და გადაწყვიტა, გაახანგრძლივოს კონტრაქტი კატალონიელებთან. ამის შესახებ ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport იუწყება.
პსჟ ნეიმარის სანაცვლოდ 190 მლნ ევროს იხდიდა, თავად თავდამსხმელს კი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გადაქცევას უპირებდა.
ცნობილია, რომ ნეიმარი უკვე შეუთანხმდა კატალონიურ გრანდს კონტრაქტის 2022 წლამდე გახანგრძლივებაზე, თუმცა მისი გასამრჯელო კვლავაც უდრო ნაკლები იქნება, ვიდრე მის თანაგუნდელ ლიონელ მესის აქვს.