ნეიმარმა უარი უთხრა პსჟ-ს, რომელიც ლიონელ მესიზე მაღალ ხელფას სთავაზობდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი ვერ მოხიბლა ასტრონომიულმა თანხამ, რომელსაც მას "პარი სენ-ჟერმენი" სთავაზობდა.

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა საბოლოოდ თქვა უარი პარიზული კლუბის წინადადებაზე და გადაწყვიტა, გაახანგრძლივოს კონტრაქტი კატალონიელებთან. ამის შესახებ ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport იუწყება.

პსჟ ნეიმარის სანაცვლოდ 190 მლნ ევროს იხდიდა, თავად თავდამსხმელს კი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გადაქცევას უპირებდა.

ცნობილია, რომ ნეიმარი უკვე შეუთანხმდა კატალონიურ გრანდს კონტრაქტის 2022 წლამდე გახანგრძლივებაზე, თუმცა მისი გასამრჯელო კვლავაც უდრო ნაკლები იქნება, ვიდრე მის თანაგუნდელ ლიონელ მესის აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული