*"ბარსელონა" ესპანეთის თასის მფლობელი 28-ედ გახდა და საკუთარივე მიღწევა გააუმჯობესა.
*ანდრეს ინიესტა დაეწია კარლეს პუიოლს "ბარსელონას" მაისურით გამართული ოფიციალური მატჩებით - 593. წინ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია - ჩავი - 767 მატჩი.
*სამეფო თასი 23-ჯერ აქვს მოგებული "ბილბაოს", 19-ჯერ - "რეალს", 10-ჯერ - "ატლეტიკოს". გუშინ დამარცხებულმა "სევილიამ" თასი ხუთჯერ მოიგო.
გუშინ "ვისენტე კალდერონზე" "ბარსელონამ" 120-წუთიანი მომქანცველი ბრძოლა მოუგო ევროპალიგის ტრიუმფატორ "სევილიას" და კოპა დელ რეი შემართა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ვერაფერი მოუხერხა მეტოქეს
მატჩის მიწურულს, გუნდებში ფეხბურთელთა რაოდენობა გათანაბრდა - მსაჯმა ანდალუსიელებს ევერ ბანეგა გაუძევა და, რადგან ანგარიში ისედაც თანაბარი იყო, დაინიშნა დამატებითი ტაიმები.
დამატებითი ტაიმის მე-7 წუთზე ლეო მესის ჩაწოდებას ჟორდი ალბას გოლი მოჰყვა, ბოლოს კი "ბარსამ" კიდევ ერთი გაიტანა - მას მერე, რაც "სევილიას" დანიელ კარიშოც გაუძევეს - ეს ნეიმარმა გააკეთა - 2:0 და კატალონიური გრანდი ესპანეთის თასს ისტორიაში 28-ედ დაეუფლა.
ბარსელონა-სევილია 2:0 დ. დ.
გოლები: 1:0 ალბა (97), 2:0 ნეიმარი (122)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა (120. ს. რობერტო) - რაკიტიჩი (46. მატიო), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი (57. რაფინია), ნეიმარი
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო (80. კონოპლიანკა), კარიშო, რამი, ესკუდერო - კრიხოვიაკი, იბორა - კოკე, ბანეგა, ვიტოლო - გამეირო
გაფრთხილება: ალბა, ნეიმარი, ალვეში, ინიესტა - რამი, ვიტოლო, იბორა (106. ფ. ლორენტე), კრიხოვიაკი, კონოპლიანკა, ესკუდერო, გამეირო, კარიშო
გაძევება: მასკერანო (36), ბანეგა (92), კარიშო (121)
კუთხური: 13-11; ჯარიმა: 11-31; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 17-14 (10-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 35 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"