"ბარსელონა" "სასუოლოს" თავდამსხმელით, დომენიკო ბერარდით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი "სასუოლოს" თავდამსხმელით, დომენიკო ბერარდით დაინტერესდა. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.

წყაროს ცნობით, 21 წლის იტალიელი ფეხბურთელი უკვე იმყოფებოდა ბარსელონაში, სადაც კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბერარდის 25 მლნ ევროდ შეძენის უფლებას ტურინის "იუვენტუსი" ფლობს. მისი ხელში ჩაგდება ასევე სურს "მილანს".

ბერარდიმ სერია A-ს 2015/16 წლების სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 6 შედეგიანი პასი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რათ უნდა ეს ბარსას მეტყვის ვინმე ? :D
0
კარგი ბიჭია ბერარდი
ფორცა იტალია
18:05 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული