წყაროს ცნობით, 21 წლის იტალიელი ფეხბურთელი უკვე იმყოფებოდა ბარსელონაში, სადაც კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბერარდის 25 მლნ ევროდ შეძენის უფლებას ტურინის "იუვენტუსი" ფლობს. მისი ხელში ჩაგდება ასევე სურს "მილანს".
ბერარდიმ სერია A-ს 2015/16 წლების სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 6 შედეგიანი პასი.