ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში ხიხონის "სპორტინგთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თავისი შეგირდების ქმედებებით უკმაყოფილო დარჩა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაუმარცხებელი არ არის, მაგრამ მისი აზრით, კატალონიელთათვის მისაღებ შედეგად მხოლოდ გამარჯვება შეიძლება ჩაითვალოს.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში "ატლეტიკოს" განადგურებით, "ბარსელონამ" ზედიზედ მოგებული მატჩების მიხედვით ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა. კატალონიელთა სერია 16 ქულის დაუკარგავად ჩატარებული მატჩით შეწყდა.
”ამ შეხვედრაში გუნდმა წინანდელი კონცენტრაციის შენარჩუნება ვერ მოახერხა, რამდენჯერმე სუსტად ითამაშა. ჩვენთვის კარგი შედეგი მხოლოდ გამარჯვებაა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეიძლება წავაგოთ ან ფრე ვითამაშოთ. "ბარსელონას" არ შეიძლება დაუმარცხებელი გუნდი ეწოდოს. თუმცა ყოველთვის წარმატება გვაქვს გამიზნული", - განაცხადა გვარდიოლამ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით