ასტურიაში ჩაშლილი მე-17 გაელვება

AutoSharing Option

შაბათ-კვირამ "რეალი" "ბარსელონას" 2 ქულით მიაახლოვა - ახლა ჟოზე მოურინიოს გუნდი, სულ რაღაც, 5 ქულით ჩამორჩება. ტურის წინათქმას "ეჭვების ტური" დავარქვით და, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვები ჩვენი სულაც არ იყო, ბოდიში გვაქვს მოსახდელი - "სპორტინგმაც" და "ესპანიოლმაც" დიდებულად იბრძოლეს გრანდების წინააღმდეგ, ხიხონელებმა ჩემპიონს ქულაც დაატოვებინეს და სარეკორდო სვლაც 16 მოგებაზე გაუჩერეს - 1:1.

"ელ მოლინონზე" საოცრებები ხდებოდა, "ბარსა" მატჩის დიდი ნაწილი სულაც მდევრის როლში იყო. "სპორტინგი" პირველ ტაიმში დავიდ ბარალმა დააწინაურა და, კინაღამ, ამ გოლმა ასტურიელებს მოაგებინა კიდეც. მეორე ტაიმში

ლეო მესის ბრწყინვალე პასით დავიდ ვილიამ ეფქტური გოლი გაიტანა, წინ გამოსულ კუელიარს ბურთი თავზე გადაუგდო. მეკარის ლაფსუსი აშკარაა, რომ არა ეს უთავბოლო გამოვარდნა, ვინ იცის, იქნებ სულაც წაეგო პეპ გვარდიოლას გუნდს. სხვათა შორის, ვილიამ, რომელიც ასტურიელია, მასპინძელთა ქომაგებს პატივი სცა და გოლი არ იზეიმა. 1:1 - მანუელ პრესიადომ თავის ახალგაზრდა მეგობარს მწარე დარტყმა აგემა.

ახლა ჯერი მდევარზე იყო, "რეალს" ბარსელონაში უნდა მოეგო, მაგრამ თამაშის პირველივე წუთზე "სამეფო კლუბმა" კაპიტანი დაკარგა - "ესპანიოლის" სწრაფ კონტრშეტევას მათი ყველაზე სწრაფი და სახიფათო შემტევი, ხოსე კალეხონი ასრულებდა, იკერ კასილიასი მას საჯარიმოს გარეთ შეეგება და წითელი ბარათის ფრიალი იხილა. არადა, გამეორებისას გამოჩნდა, რომ კონტაქტი თუ იყო, ისიც მინიმალური. ჟოზე მოურინიომ ეგრევე ანხელ დი მარია "მოხსნა" და მეკარე ადანი შეიყვანა. "რეალის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 10 კაცით შეძლო მიზნის მიღწევა, მიუხედავად ემანუელ ადებაიორის მიერ უღვთოდ განიავებული მომენტებისა - მარსელოს გოლი პირველივე ტაიმში გადამწყვეტი გამოდგა.  

ეს ტური კიდევ ერთი ფაქტით გამოირჩა - ლა ლიგაში მესამეადგილოსანი შეიცვალა! ვალენსიურმა "ვილიარეალმა" ადგილი "ვალენსიას" დაუთმო. შაბათს უნაი ემერის გუნდი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, "ვისენტე კალდერონს" სტუმრობდა. "ღამურები" დანაკლისით ესტუმრნენ "ატლეტიკოს", რომელსაც ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდა წაგებული: გუნდის ლიდერმა ხუან მატამ ვერ მოირჩინა ტრავმა, რომელმაც მას ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების თამაშიც გამოატოვებინა, დისკვალიფიკაციის გამო არ თამაშობდა არც არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ევერ ბანეგა, რომელიც "ვალენსიასთვის" დიდი ძალაა.

მოულოდნელი, დუნე დასაწყისის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, დიეგო ფორლანმა ხოსე ანტონიო რეიესი მოძებნა, რომელიც ორ მეტოქეს დაუძვრა და შორეულ კუთხეში გაუტანა გუაიტას. კიკე ფლორესის გუნდი აკონტროლებდა თამაშის ტემპს, ბურთს, თითქოს, საშიშიც არაფერი იყო, მაგრამ მადრიდელთა იმედები ერთმა კაცმა დაასამარა - გამოცდილმა ხოაკინ სანჩესმა. ტაიმის მიწურულს პაბლო ერნანდესის მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებული ყველას და ყველაფერს აცდა და იქვე დადარაჯებულ ხოაკინს მიუვიდა - 1:1.


მეორე ტაიმში დიდებული თამაში ვიხილეთ, სიფრთხილე ორივე გუნდმა დაივიწყა და მასპინძელთა შეტევას, სტუმართა იერიში მოყვებოდა და პირიქით, შუახაზში თითქმის არ ჩერდებოდა ბურთი. ასეთ შემთხვევაში ერთი მომენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა, თურქმა მეჰმეთ თოფალმა წაიღო ბურთი, შემდეგ ხოაკინს დაუტოვა და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმაც "ლოს ჩეს" ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. ბოლოს კი მასპინძლებს კიდევ ერთი "საჩუქარი" გაუკეთეს - მსაჯმა ურუგვაელი მცველი დიეგო გოდინი გაუძევა.

კიკე ფლორესი (ატლეტიკო): "თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მთელ ჩემ ენერგიას მოვახმარ იმას, რომ გუნდი ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოძვრეს. შედეგი სხვაა, ჩვენმა გუნდმა კი სულ სხვა თამაში აჩვენა. თითქოს, მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ დაირაზმა. ძალიან მწყდება გული, 25 ფეხბურთელი დღედაღამ შრომობს, მათი შრომის შედეგი კი არ ჩანს. ახლა ჩვენ, როგორც არასდროს, ისე გვესაჭიროება გაერთიანება."

უნაი ემერი (ვალენსია): "მინდა ვთქვა, რომ "ატლეტიკოს" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ახლანდელი მდგომარეობა, კიკეს ბრალი არ არის. მე მის ხელში "ატლეტიკოს" მომავალს ვხედავ. თამაშს რაც შეეხება, ჩვენ შევძელით მათი შეტევების ჩაშლა და კონტრშეტევებზე წარმატებული თამაში. ახლა შეგვიძლია "შალკესთან" მატჩისთვის მშვიდად მოვემზადოთ."

 

სანტანდერში "რასინგის" თამაშს პირველად ადევნებდა თვალს გუნდის ახალი მეპატრონე, ინდოელი ბიზნესმენი აჰსავ ალი საიედი. კანტაბრიელმა ფეხბურთელებმაც თავი გამოიჩინეს და "სევილიასთან" 5-გოლიან თრილერში იმარჯვეს, თანაც 10 კაცით! "ელ სარდინიეროზე" მასპინძელთა გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში უკვე პირველ ტაიმში დარჩა. თამაში კი ერთობ კარგი გამოდგა, ჯერ "რასინგი" დაწინაურდა, პინილიოს კუთხურს კრისტიან ფერნანდესმა მიუსწრო. ზუსტად ხუთ წუთში ანდალუსიელებმა გოლის გატანის ურეალურესი შანსი ვერ გამოიყენეს - ალვარო ნეგრედომ პენალტი ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ორიოდე წუთში ივან რაკიტიჩმა სევილიურ კარიერაში პირველი გოლი საკუთარ კარში გაიტანა. ამის შემდეგ "რასინგი" პინილიომ დააღალატა, წითელი ბარათი მიიღო და "სევილიას" შანსი გაუჩინა. რიცხობრივი უპირატესობა სტუმართა გუნდმა უმალვე გამოიყენა, პინილიოს გაძევებიდან წამები იყო გასული, როცა რაკიტიჩმა შესანიშნავი პასით ფასიოს თავით გაატანინა.

მეორე ტაიმში "სევილიას" უპირატესობა დიდი იყო, "რასინგი" კი თავს იცავდა, მაგრამ 83-ე წუთზე მასპინძელთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა. ამჯერად პენალტის ნიშნულთან ლუიშ ფაბიანო მივიდა და გაიტანა. მაგრამ ამ მატჩის ისტორია ამით არ დასრულებულა - ბოლო წუთზე მანუელ არანამ შორიდან გაისროლა და "რასინგს" 3 ქულა მოუტანა. თამაშის შემდეგ "სევილიას" მწვრთნელი გრეგორიო მანსანო წაგებას დაცვაში დაშვებულ შეცდომებს აბრალებდა, "რასინგის" თავკაცმა მარსელინომ კი მისთვის სადებიუტო მატჩში მოიგო.

 

ამ გამარჯვებამ ერთობ აამჩატა აზიელი ბიზნესმენი: "ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, ესპანეთში ძალით მესამე გუნდი გავხდეთ. მეტიც, ტოლ-სწორად ვებრძოლოთ და ხანდახან მოვუგოთ კიდეც "რეალსა" და "ბარსელონას", - განაცხადა ალი საიედმა.

"ვალენსიას" მესამე ადგილი კი "ვილიარეალის" მარცხმა გაუფორმა "რიასორზე". ამ მატჩის ერთადერთი გოლი ალბერტო ლოპომ ოფსაიდიდან გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა. ასე გაატანა ხუან კარლოს გარიდოს გუნდმა სოლიდური უპირატესობა "ვალენსიასთან" და ახლა "ელ სუბმარინო" "ლოს ჩეს" ორი ქულით ჩამორჩება.

სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ "ლევანტეს" გამარჯვებას "ალმერიაზე" (1:0) და "მალაგასა" და "ხეტაფეს" უხვგოლიან ფრეს - 2:2.


მომდევნო ტური

19 თებერვალი: ვალენსია-სპორტინგი, რეალი-ლევანტე, სარაგოსა-ატლეტიკო; 20 თებერვალი: ალმერია-დეპორტივო, ხეტაფე-რასინგი, ოსასუნა-ესპანიოლი, ვილიარეალი-მალაგა, სევილია-ერკულესი, ბარსელონა-ბილბაო; 21 თებერვალი: რეალ სოსიედადი-მალიორკა.

 


ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური

ატლეტიკო-ვალენსია 1:2
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - ვალერა, პერეა, გოდინი, ა. ლოპესი - რეიესი, რ. გარსია (81. მ. სუარესი), ტიაგო, ფ. მერიდა (62. ხუანფრანი) - ფორლანი, აგუერო.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბრუნო (74. მიგელი), სტანკევიჩიუსი, რ. კოშტა, ალბა - მადურო (79. დ. ნავარო), მ. თოფალი - ხოაკინი, ტ. კოსტა, პ. ერნანდესი - სოლდადო (63. ადურისი).
გოლები: 1:0 რეიესი (3), 1:1 ხოაკინი (41), 2:1 ხოაკინი (86)
გაფრთხილება: ფორლანი, სუარესი - კოსტა, მადურო, ალბა, თოფალი
გაძევება: გოდინი (90)
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15-11 (5-2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 47 000

 

სპორტინგი-ბარსელონა 1:1
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - სასტრე, ი. ერნანდესი, ბოტია, ანხელი - ა. კაშტრო, კასესი - დე ლას კუევასი (59. კანელია), ნ. ნოვო (65. კარმელო), დ. კასტრო (87. ბილიჩი) - ბარალი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, გ. მილიტო (65. კეიტა), მაქსველი - ჩავი, მასკერანო, ინიესტა (80. კრკიჩი) - აფელაი (46. პედრო), მესი, ვილია.
გოლები: 1:0 ბარალი (16), 1:1 ვილია (79)
გაფრთხილება: ბარალი, ანხელი, სასტრე, პიჩუ - მასკერანო, აფელაი, პინტო, პედრო, ჩავი, ვალდესი
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 17-8; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 7-15 (1-6); ბურთის ფლობა: 26%-74%.
მაყურებელი: 23 000

 

რასინგი-სევილია 3:2
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - პინილიოსი, ენრიკე, ტორეხონი, კრისტიანი - კოლსა, ლასენი - კენედი, მუნიტისი (46. სისმა), ადრიანი (60. არანა) - ნაუელპანი (69. ჯ. დოს სანტოსი).
სევილია (4-2-3-1): პალოპი - დაბო (51. კაპელი), ალექსისი (42. ლ. ფაბიანო), ესკუდე, ფ. ნავარო - ფასიო, მედელი - ხ. ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი (76. აკოსტა) - ნეგრედო.
გოლები: 1:0 კრისტიანი (12), 2:0 რაკიტიჩი (19 ს.კ.), 2:1 ფასიო (39), 2:2 ლ. ფაბიანო (83-პენ), 3:2 არანა (91)
შენიშვნა: ნეგრედომ ვერ გაიტანა პენალტი (17)
გაფრთხილება: მუნიტისი, ნაუელპანი, კენედი, პინილიოსი - ნაგრედო, აკოსტა, ფასიო
გაძევება: კრისტიანი (39)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-20 (4-6); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 18 000

 

ლევანტე-ალმერია 1:0
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, დელ ორნო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო (86. ნანო), ს. მუნიოსი (73. მონტერო), ხუანლუ - ფ. კაისედო (83. სტუანი).
ალმერია (4-2-3-1): დ. ალვეში - მასედო, კ. გარსია, მ. სილვა, იაკობსენი (85. კორონა) - მ'ბამი (67. ფეგული), ბერნარდელო - პიატი (76. გოიტომი), უჩე, კრუსატი - ულოა.
გოლი: 1:0 კაისედო (52)
გაფრთხილება: ხუანფრანი, იბორა, ვენტა - მასედო, კ. გარსია
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-12 (4-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 11 000

 

მალაგა-ხეტაფე 2:2
მალაგა (4-2-3-1): არნაუ - გასპარი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - ნ. კამაჩო (64. ს. სილვა), რესიო - მარესკა (46. პორტილიო), ბაპტიშტა, ფერნანდო (46. ს. ფერნანდესი) - რონდონი.
ხეტაფე (4-4-2): უსტარი - მ. ტორესი, დიასი, მარკანო, მანე - პ. რიოსი (81. ვ. სანჩესი), ბოატენგი, კასკერო, გავილანი (86. პარეხო) - კოლუნგა, მიკუ (65. ალბინი).
გოლები: 0:1 მიკუ (8), 0:2 კოლუნგა (23), 1:2 ბაპტიშტა (79-პენ), 2:2 რონდონი (94)
გაფრთხილება: რესიო, დემიკელისი - რიოსი, ტორესი, მარკანო, უსტარი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 20-8 (6-5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 24 000

 

ერკულესი-სარაგოსა 2:1
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, როდრიგესი, პამარო, პულჰაკი - ტ. გომეში (76. აგილარი), ფარინოსი - კიკო (60. პორტილიო), ტოტე, ტომერი (69. კრისტიანი) - ტრეზეგე.
სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - დიოგო, კონტინი, იაროშიკი, ობრადოვიჩი - პონსიო, გაბი - ლაფიტა (56. ბერტოლო), ანდერი, ბუტაჰარი (77. ნ'დავი) - ბრაულიო (63. სინამა პონგოლე).
გოლები: 0:1 ბრაულიო (4), 1:1 ფარინოსი (80), 2:1 ტრეზეგე (87)
გაფრთხილება: კორტესი - კონტინი, პონსიო, ნ'დავი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 7-11 (5-6); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 25 500

 

რეალ სოსიედადი-ოსასუნა 1:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, დემიდოვი, დე ლა ბელა - რივასი, არანბურუ - სარპონგი (56. სუტილი), ზურუტუზა (77. ბერგარა), გრიზმანი (87. მ. გონსალესი) - ტამუდო.
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - დამია, ფლანიო, ხოსეჩო, მონრეალი - პუნიალი (81. ვადოცი), ნეკუნამი - კორომინასი (46. ლეკიჩი), მასუდი (63. კალეხა), კამუნიასი - პანდიანი.
გოლი: 1:0 ტამუდო (73)
გაფრთხილება: ბერგარა - ფლანიო, ხოსეჩო, დამია, კალეხა
გაძევება: დამია (90)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 19-12 (9-1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 25 000

 

დეპორტივო-ვილიარეალი 1:0
დეპორტივო (4-4-2): არანსუბია - მ. პაბლო, ლოპო, კოლოტო, მორელი - ხ. დომინგესი, რ. პერესი, ხ. როდრიგესი, ა. ტომასი (85. ჟუკა) - ადრიანი (90. ლასადი), რიკი (76. სისკო).
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაჩიო, კაპდევილა - მარჩენა (67. სენა), მატილია (55. ბრუნო) - კასორლა, ბ. ვალერო, კანი (61. მ. რუბენი) - ნილმარი.
გოლი: 1:0 ლოპო (60)
გაფრთხილება: როდრიგესი - მარჩენა, ნილმარი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 12-3 (3-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 18 000

 

ესპანიოლი-რეალი 0:1
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ხ. ლოპესი, ამატი, გალანი, ჩიკა (80. ფონტე) - ბაენა, ხ. მარკესი - ლ. გარსია (57. დატოლო), ვერდიუ, კალეხონი - ს. გარსია.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ხედირა, ჩ. ალონსო - დი მარია (3. ადანი), იოზილი (77. ლ. დიარა), რონალდო - ადებაიორი (87. ს. რამოსი).
გოლი: 0:1 მარსელო (23)
გაფრთხილება: ჩიკა, ამატი - ჩ. ალონსო, რ. კარვალიო
გაძევება: კასილიასი (1)
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19-19 (5-10); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 39 000

 

მალიორკა-ბილბაო  დღეს


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 23 20 2 1 71-12 62
2. რეალი 23 18 3 2 53-19 57
3. ვალენსია  23 14 5 4 38-25 47
4. ვილიარეალი 23 14 3 6 41-23 45
5. ბილბაო 22 12 2 8 37-31 38
6. ესპანიოლი 23 12 1 10 30-31 37
7. ხეტაფე 23 9 4 10 35-37 31
8. სევილია 23 9 4 10 35-38 31
9. სოსიედადი 23 10 1 12 34-37 31
10. ატლეტიკო 23 9 3 11 32-31 30
11. მალიორკა 22 8 4 10 24-30 28
12. ერკულესი 23 7 4 12 24-37 25
13. რასინგი 23 6 7 10 20-33 25
14. დეპორტივო 23 6 7 10 20-34 25
15. ლევანტე 23 7 3 13 24-34 24
16. სპორტინგი 23 5 8 10 23-31 23
17. სარაგოსა 23 5 8 10 22-36 23
18. ოსასუნა 23 5 7 11 21-30 22
19. ალმერია 23 4 8 11 23-39 20
20. მალაგა 23 5 4 14 30-49 19

 

ბომბარდირები: 24 - რონალდო (რეალი), მესი (ბარსელონა); 15 - ვილია (ბარსელონა); 13 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 12 - როსი (ვილიარეალი), პედრო (ბარსელონა); 10 - ტრეზეგე (ერკულესი), ნილმარი (ვილიარეალი).

 

სეგუნდადივიზიონი. XXIV ტური

გრანადა-ალბასეტე 3:0
გოლები: 1:0 ბენიტესი (53-პენ), 2:0 გეიხო (73), 3:0 კამაჩო (90 ს.კ.)

 

ბარსელონა B-კარტახენა 3:0
გოლები: 1:0 სორიანი (18), 2:0 რუისი (67 ს.კ.), 3:0 ნოლიტო (90)

 

ვილიარეალი B -პონფერადინა 1:0
გოლი: 1:0 გულონი (50)

 

ნუმანსია-ხერესი 3:0
გოლები: 1:0 ბარკერო (10), 2:0 ინიგო (60-პენ), 3:0 ინიგო (72)

 

უესკა-ხირონა 0:1
გოლი: 0:1 ხანდრო (90)

 

უელვა-ვალიადოლიდი 0:1
გოლი: 0:1 გუერა (48)
გაძევება: ოსკარი (44. ვალიადოლიდი)

 

ბეტისი-ელჩე 1:4
გოლები: 0:1 პალანკა (22), 0:2 მანტეკონი (45), 0:3 ლინარესი (53), 1:3 მოლინა (75-პენ), 1:4 ლინარესი (90)
გაძევება: სანჩესი (69. ელჩე)

 

ალკორკონი-ლას პალმასი 5:0
გოლები: 1:0 ქუინი (47), 2:0 ბორხა (58), 3:0 ქუინი (77), 4:0 ხერარდო (84), 5:0 მონტანასი (90)

 

ტენერიფე-რაიო ვალეკანო 2:1
გოლები: 1:0 იდალგო (62-პენ), 2:0 ნინო (67), 2:1 არმენტეროსი (90-პენ)

 

ხიმნასტიკი-სალამანკა 2:0
გოლები: 1:0 ვიგერა (28-პენ), 2:0 პაუელი (77)

 

კორდობა-სელტა 0:0


თ მ ფ წ ბ ქ
1. ვალეკანო 24 15 4 5 43-25 49
2. სელტა 24 13 9 2 45-20 48
3. ბეტისი 24 14 4 6 47-26 46
4. გრანადა 24 11 7 6 45-27 40
5. ვილიარეალი B 24 12 4 8 30-31 40
6. ხერესი 24 11 5 8 34-32 38
7. ბარსელონა B B 24 9 8 7 37-34 35
8. კარტახენა 24 10 5 9 33-35 35
9. ხირონა 24 8 9 7 34-31 33
10. ნუმანსია 24 10 3 11 35-33 33
11. ალკორკონი 24 10 3 11 32-32 33
12. ელჩე 24 7 11 6 23-22 32
13. კორდობა 24 6 11 7 31-32 29
14. ვალიადოლიდი 24 8 5 11 31-33 29
15. უესკა 24 6 11 7 17-22 29
16. უელვა 24 5 11 8 21-24 26
17. ლას პალმასი 24 5 10 9 31-46 25
18. ხიმნასტიკი 24 5 9 10 18-25 24
19. სალამანკა 24 7 3 14 26-36 24
20. ტენერიფე 24 5 9 10 25-38 24
21. ალბასეტე 24 5 8 11 17-28 23
22. პონფერადინა 24 3 9 12 18-41 18

 

ბომბარდირები: 17 - გეიხო (გრანადა); 15 - ქუინი (ალკორკონი); 14 - არმენტეროსი (რაიო ვალეკანო), რ. კასტრო (ბეტისი); 13 - დ. როდრიგესი (სელტა), გუერა (ვალიადოლიდი); 12 - სორიანო (ბარსელონა B).

 




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული