ლიონელ მესი ბარსელონას სასამართლოში გამოცხადდა

AutoSharing Option
ხუთი "ოქროს ბურთის" მფლობელი ლიონელ მესი ბარსელონას სასამართლოში მივიდა, სადაც გადასახადების გადაუხდელობის საქმეს განიხილავენ.

პანამის არქივების მონაცემებზე დაყრდნობით გამოძიებამ დაადგინა, რომ 2007-დან 2009 წლამდე მესიმ და მამამისმა საგადასახადო ორგანოებს 4.1 მლნ ევრო დაუმალეს.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ დამნაშავე მხოლოდ მესის მამა არის.

ადრე არგენტინელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კონტრაქტშიც კი არ იხედება და ყველაფერს მამამისი აგვარებს.

იმ შემთხვევაში, თუ ორივეს ბრალდება დაუმტკიცდა, შესაძლოა, მათ 22.5 თვით პატიმრობა მიუსაჯონ, ამას დამატებული ფულადი ჯარიმა.

ამასთან ერთად, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ფორვარდის, ლიონელ მესის
ოჯახი უარყოფდა ოფშორულ მაქინაციებთან კავშირს და ცილისწამებისთვის ჩივილსაც კი აპირებდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამ გააღორათ ასე, ამდენ ფული შესდით და ისე მალავენ გადასახადებს, თითქოს ძალიან უჭირდეთ. ესპანეთი არგენტინა არ არის, სადაც მოქრთამვით კეთდება ყველაფერი, თუ მოინდომა ესპანეთის სასამართლომ მესის ისე ჩასვამს დიდი ხნოთ ციხეში, მის შედეგებს არც კი გაითვალისწინებს და მარტალიც იქნება, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს
ქუთათური
11:22 03-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული