მადრიდის "რეალი": ხამესი მიდის, ისკო - რჩება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი გამოიცვალოს.

როგორც ესპანური Marca იტყობინება, კოლუმბიელი სათამაშო დროით უკმაყოფილოა, რომლის კულმინაციაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახდა, სადაც ხამესი ბოლომდე სათადარიგო სკამზე დარჩა. სწორედ ამიტომ ზაფხულში ფეხბურთელი ახალ გუნდს მოძებნის.

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კი გუშინ, 1-ელ ივნისს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდის მეორე ნახევარმცველი, ისკო ალარკონი მომავალ სეზონშიც "რეალის" ღირსებას დაიცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული