აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი უპირველეს რიგში ფორვარდის შეძენას ეცდება, მის სიას კი, სადაც გონსალო იგუაინი, ედისონ კავანი და დიეგო კოშტა არიან ჩანიშნულნი, მორატაც შეემატა. მადრიდელები მორატაში 30 მილიონ ევროს გადახდას აპირებენ.
აქვე გეტყვით, რომ თავისი კარიერა მორატამ სწორედ "ატლეტიკოს" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო.