მადრიდის "ატლეტიკოს" ალვარო მორატას დაბრუნება სურს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინის "იუვენტუსიდან" ფორვარდ ალვარო მორატას შეძენას ეცდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი უპირველეს რიგში ფორვარდის შეძენას ეცდება, მის სიას კი, სადაც გონსალო იგუაინი, ედისონ კავანი და დიეგო კოშტა არიან ჩანიშნულნი, მორატაც შეემატა. მადრიდელები მორატაში 30 მილიონ ევროს გადახდას აპირებენ.

აქვე გეტყვით, რომ თავისი კარიერა მორატამ სწორედ "ატლეტიკოს" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მორატას 30-ად ოუთლიან
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული