კასილასი: ჩემმა გაძევებამ ბევრი კითხვა გამოიწვია

AutoSharing Option
"რეალის" მეკარემ იკერ კასილასმა, რომელიც "ესპანიოლთან" პრიმერადივიზიონის 23-ე ტურის მატჩის (1:0) მეორე წუთზე გააძევეს, ხსენებული ეპიზოდის კომენტარი გააკეთა. გოლკიპერის აზრით, არბიტრის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად არ გამოიყურებოდა.

"ამ გაძევების გამო კითხვები მხოლოდ მე არ გამჩენია. თუმცა არბიტრმა ეს გადაწყვეტილება უფრო სწორად მიიჩნია. ჩემი გუნდი უმცირესობაში დარჩა, მაგრამ შესანიშნავი თამაში აჩვენა და გმირული გამარჯვება მოიპოვა. ბრწყინვალედ ითამაშა ახალგაზრდა ადანმა, რომელიც შეცვლაზე გამოვიდა. მას კარგი მომავალი აქვს”, - განაცხადა კასილასმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

 

 

 

.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული