"ბარსელონას" საბა კვირკველიას ექსმეწყვილე სურს

AutoSharing Option
"მარკას" ინფორმაციით, "ბარსელონამ" უკვე გამონახა "დორტმუნდში" გაყიდული მარკ ბარტრას შემცვლელი - "ლას პალმასის" ურუგვაელი მცველი მაურისიო ლემოსი.

კატალონიელები კანარისკუნძულელებს 4 მილიონ ევროს სთავაზობენ, რომელიც ბონუსებით შესაძლოა, კიდევ 8 მილიონით გაიზარდოს. "ლას პალმასი" კი პირდაპირ 12 მილიონს ითხოვს ყოველგვარი პირობის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ ლემოსი საბა კვირკველიას მეწყვილე იყო ყაზანის "რუბინში". 20 წლის ლემოსმა პრიმერაში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსა არა ხვიშტი :D:D:D:D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული